საქართველოში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა გაორმაგებული რიცხვი და ყველაზე "მკვლელი" ადგილები

საქართველოში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა გაორმაგებული რიცხვი და ყველაზე "მკვლელი" ადგილები

"ევროკავშირის ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 3 ადამიანი იღუპება, ჩვენთან - 6. საგანგაშო მდგომარეობაა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, რეგიონში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიმრავლის მხრივ, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

შსს-ს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობრივი განაწილება 100 000 მოსახლეზე 2008-2015 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით ასე გამოიყურება: 2008 წელს ავარიის შედეგად 100 000 მოსახლეზე 8,89 ერთეული ადამიანი გარდაიცვალა, 2009 წელს– 7,86, 2010 – 6,89, 2011- 4,65, 2012 – 4,58, 2013 – 5,22, 2014 – 4,02, ხოლო 2015 წელს - 7, 61.

ერთი შეხედვით რაოდენობრივ შემცირებას აქვს ადგილი. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, ეს არასრული მონაცემებია და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება.

"შედარებისთვის ავიღოთ 2008 წლის მონაცემები, როდესაც 6 თვეში 100 000 მოსახლეზე 8,89 ერთეული ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2015 წლის იმავე პერიოდში - 7, 61. ერთი შეხედვით, რაოდენობა მცირდება. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4, 5 მილიონს შეადგენდა, ხოლო საქსტატის 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ეს რაოდენობა შემცირდა და დღეს საქართველოში 3, 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამრიგად, ეს რაოდენობა დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. პრაქტიკულად, ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში ავარიის შედეგად 100 000 მოსახლეზე 3 ადამიანი იღუპება, ჩვენთან ეს რიცხვი 6-ზე მეტია, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშო მაჩვენებელია", - ამბობს ლალიაშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ივლისში მათმა ორგანიზაციამ ქვეითებისა და მძროლების ქცევის კვლევა ჩაატარა (თბილისის მასშტაბით). როგორც კვლევამ აჩვენა, თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს. აღნიშნული ქცევა სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ლიბერალური კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელი.

კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ თბილისელი მძღოლები არღვევენ არა მხოლოდ ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის, არამედ სხვა წესებსაც. მძღოლების ნახევარზე მეტმა (58%) აღიარა, რომ იშვიათ შემთხვევებში არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ამასთან, იშვიათად მაინც დაჰყავს ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბებით (60%).

აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით დაბალია სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლების დაჯარიმების გამოცდილება (28%). საგულისხმოა ისიც, რომ მძღოლების 27%-მა არ იცის რამდენს შეადგენს სიჩქარის გადაჭარბებაზე დაწესებული ჯარიმა, 10%-ს კი აღნიშნული ჯარიმის ოდენობა არსებულზე ნაკლები ჰგონია. შესაბამისად, რეკომენდებულია ამ თვალსაზრისითაც მოხდეს მძღოლების ცნობიერების დონის ამაღლება. ასევე არსებული ჯარიმის ოდენობის შესახებმ ძღოლების უფრო მეტად ინფორმირება. ამასთან, სასურველია, მოხდეს სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლები სუფრო ინტენსიური დაჯარიმება, რათა გაიზარდოს მძღოლებში დაჯარიმების სულ მცირე ერთჯერადი გამოცდილება", - ამბობს ლალიაშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფოგრაფიკები

სალომე გოგოხია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია