მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის შვილის ანასტასია გონჩაროვას შუამდგომლობით დნმ-ის ანალიზი დანიშნა

მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის შვილის ანასტასია გონჩაროვას შუამდგომლობით დნმ-ის ანალიზი დანიშნა

მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილის ანასტასია გონჩაროვას შუამდგომლობით დნმ-ის ანალიზი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბენდუქიძეს ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, ბენდუქიძის ცოლთან ნატალიასთან 4 თვიანი დავის შემდეგ, როცა ის ცდილობდა დნმ-ის ნიმუშების განადგურებას, ექსპერტიზის დანიშვნა საუკეთესო შედეგია.

"მინდა დავიჯერო, რომ ნატალის მხრიდან არ იქნება კვლავ ამ ექსპერტიზისთვის ხელის შეშლის მცდელობა", - წერს ანასტასია გონჩაროვა. "ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შესანიშნავი სიახლეა ძალიან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის სამართლიანობის აღდგენისა და კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის შესანარჩუნებლად", - წერს ანასტასია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია