"თუ რაიმე პრობლემა იქნება, დარწმუნებული ვარ, ის დაგვეხმარება" - ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეწვია

"თუ რაიმე პრობლემა იქნება, დარწმუნებული ვარ, ის დაგვეხმარება" - ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეწვია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა. ის დაინტერესდა ბოტანიკური ბაღის მდგომარეობით და ტერიტორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაათვალიერა.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ძალიან მოეწონა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. თუ რაიმე პრობლემა იქნება, დარწმუნებული ვარ, ის დაგვეხმარება" - განუცხადა "ათინათს" ლევან შონიამ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ბაღში სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

წყარო: radioatinati.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია