მაიკლ კონრადი კრეატიული ლიდერობის შესახებ Ad Black Sea - ზე

მაიკლ კონრადი კრეატიული ლიდერობის შესახებ Ad Black Sea - ზე

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ის სტუმარია Michael Conrad, Ad Black Sea -ის ჟიურის თავჯდომარე და ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლის პრეზიდენტი (BerlinSchoolofCreativeLeadership). 26 სექტემბერს, ფესტივალის სასემინარო პროგრამის ფარგლებში, მაიკლი წარადგენს კრეატიული პროდუქტის შეფასებისთავის ლეგენდარულ „7+ to Heaven“ თეორიას.

მაიკლ კონრადი სარეკლამო ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბის ფიგურაა. ის თითქმის 50 წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს გერმანიის, აშშ-ს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. მისი კრეატიული ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სააგენტოებს არა ერთხელ მოუპოვებიათ „წლის სააგენტოს“ წოდება და ყველაზე მაღალი ჯილდოები პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.

2007 წელს მან დააფუძნა ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლა, რომელიც მსოფლიო საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო და წესებულებად ითვლება.

თავის გამოსვლაში მაიკლი მოგვიყვება წარმატებულ კონკურენციაზე, კრეატიული სრულყოფილების არსებულს ტანდარტებზე, საკუთარი საქმისადმი მიდგომის პერიოდული გადახედვის მნიშვნელობასა და ლიდერული ჩვევების განვითარებაზე.

-----------------

იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ეს უკიდურესად საინტერესო მოვლენა, დარეგისტრიდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.

არდაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია