ტინა კაროლი ბათუმში და AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ

ტინა კაროლი ბათუმში და AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ

უკრაინელი პოპ-დივა ტინა კაროლი ბათუმს სტუმრობდა. ზღვისპირა ქალაქში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის "ჰით ბათუმი 2015"-ის ორგანიზატორებმა ტინა კაროლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოიწვიეს. ტინა კაროლი 2005 წელს მუსიკალურ ფესტივალ "ახალ ტალღაზე" მიღწეული ტრიუმფით გახდა ცნობილი. მან ალა პუგაჩოვას პრიზი 50 ათასი დოლარი მოიპოვა. კაროლი 2005 წლის შემოდგომაზე სამშვიდობო მისიის ფარგლებში ერაყსა და კოსოვოს ესტუმრა.

ტინა კაროლთან ექსკლუზიური ინტერვიუ AMBEBI.GE-მ ბათუმში კონცერტის დასრულების შემდეგ ჩაწერა. გთავაზობთ უკრაინელი პოპ-დივას შთაბეჭდილებებს საქართველოზე:

- ძალიან გახარებული ვარ, ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. პირველად ვიყავი ქართულ სცენაზე და ცოტათი ვნერვიულობდი - ვფიქრობდი როგორი საღამო გამოვიდოდა. კონცერტი იყო შესანიშნავი, აუდიტორია - გასაოცარი, ჯადოსნური საღამო იყო და მთელი ცხოვრება მემახსოვრება ის თვალები, ღიმილი და აპლოდისმენტები, რაც აქ ვნახე.

- როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

- 10 წლის წინ დავიწყე სიმღერა, ყოველთვის წინ მივდიოდი, არ ვჩერდებოდი. ჩემი კარიერა დაიწყო 2005 წელს მუსიკალურ ფესტივალ "ახალი ტალღიდან", სადაც ალა პუგაჩოვას პრიზი ავიღე. მე მყავს ქართველი მეგობარი ამ კონკურსიდან. ქართველები ძალიან თბილი, ემოციური და სანდო ადამიანები არიან.

- როგორია იყო უკრაინის სახე უცხო ქვეყანაში?

- ძალიან ემოციურია იყო შენი ქვეყნის სახე სხვა ქვეყანაში. ამ მნიშვნელოვან დღეს მე წარვადგინე უკრაინა საქართველოში. მე გავუზიარე უკრაინის სითბო საქართველოს. 2 საათი სცენაზე ვიყავი. შევასრულე ჩემი სიმღერები და ასევე პოპულარული მშობლიური სიმღერები. ასევე შევასრულე ქართული სიმღერა და ეს იყო საჩუქარი თქვენთვის.

- რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ ბათუმის შესახებ?

- მე ვნახე ზღვა და ის არაჩვეულებრივია. ბათუმში ძალიან ლამაზი შენობები და გემრიელი საჭმელები გაქვთ, ვიცი ქართული მწვადის გემო. მიყვარს ქართული საჭმელები. კიევში არის ქართული რესტორანი, ის ჩემი საყვარელი ადგილია. ძალიან ბერი საჭმელებია ხოლმე ქართულ სუფრაზე. გუშინ გავსინჯე ქართული ღვინო - ძალიან კარგია.

- დაბრუნდებით საქართველოში?

- ჩემს შვილთან ბენჯამენთან ერთად ჩამოვედი და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ის ძალიან ბედნიერია და მეუბნება, რომ კიდევ უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენ ვაპირებთ დაბრუნებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო და უკრაინა მეგობრები არიან. ჩემს მშობლებს, ჩემს ნათესავებს ვეტყვი, რომ ჩამოვიდნენ და ნახონ საქართველო. მომდევნო ჯერზე როცა დრო მექნება საქართველოს მთებში მინდა წავიდე და ვიმოგზაურო საქართველოს გარშემო. მინდა ქართველი დიზაინერების მაღაზიებს ვესტუმრო. მათ ძალიან საინტერესო სტილი აქვთ.

ტინა კაროლმა ბათუმი უკვე დატოვა.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია