რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები მეჭიაურის მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე

რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები მეჭიაურის მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე

"პარლამენტში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ თამაზ მეჭეაურმა განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც". აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორებსა და საზოგადოებაში. საინიციატივო ჯგუფის მიერ შეიქმნა პეტიცია, რომელშიც მოითხოვენ, რომ თამაზ მეჭეაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო. მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილიც, რომელიც აღნიშნულ განცხადებას შეურაცხმყოფელად აფასებს. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვეტო და მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ, არის თანამშრომლობის და არა დაპირისპირებისა და ნიშნისმოგების საშუალება. აქ ცალკეულ შემთხვევებში მოვისმინეთ საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თქვენ უკეთ იცით, რომ ეთიკა და კულტურა ეს საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პიროვნული შეურაცხყოფები აქ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო", - მიმართა აბაშიშვილმა დეპუტატებს. რას ფიქრობთ მეჭიაურის მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განმცხადებაზე?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე): "ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ დაუშვებელია მსგავსი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოს თავჯდომარეა და განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს ეხება. შეიძლება პრეზიდენტი არ იყოს კარგი, თუმცა მსგავსი შეფასების გაკეთება დაუშვებელია და, რასაკვირველია, უარყოფითად ვაფასებ."

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ეს განცხადება შეიძლება ცოტა გადაჭარბებული იყოს, თუმცა საქმე ისაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ჩააყენა პარლამენტი და საზოგადოება უხერხულ მდგომარეობაში თავისი ქმედებით, ვინაიდან იგი თითქმის უსაგნო მდგომარეობით აკეთებს ისეთ განცხადებებს და ქმედებებს, რომელიც აზიანებს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკას. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ მეჭიაურს ზედმეტი მოუვიდა."

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ეს არ არის ნორმალური გამოხატულება აზრისა. რა თქმა უნდა, უარყოფითად შევაფასებ მეჭიაურის განცხადებას. პრეზიდენტის მიმართ მეტი პატივისცემა არის საჭირო."

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "არ არის საჭირო მსგავსი განცხადებების გაკეთება. მიუღებელია მსგავსი შეფასებებები, მით უმეტეს ივანიშვილისა და მარგველაშვილის საქმეში ჩარევას თავი უნდა დაანებონ."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია