რა ჯდება 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა?

რა ჯდება 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა?

რთველი ოფიციალურად 3 სექტემბერს დაიწყება. რთველის საორგანიზაციო შტაბი უკვე გახსნილია, სადაც ამ დროისთვის 30-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. სახელმწიფო გასული წლის მსგავსად, კახელი გლეხების დახმარებას ყურძნის სუბსიდიით ცდილობს. სუბსიდიის სახით, 2015 წლის რთველის ფარგლებში 1 კილოგრამ კახურ მწვანესა და რქაწითელზე - 35 თეთრი, ხოლო 1 კგ. საფერავზე 15 თეთრი გაიცემა. გავრცელებული ინფორმაციით, სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელი და მწვანე 70 თეთრი, ხოლო საფერავი 85 თეთრი ეღირება.სტიქიის მიუხედავად, წელს კახეთში ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდებიან. არსებული პროგონოზით, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით, ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლი თითქმის 30%-ით მეტია. ქარხნები ყურძნის მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

BPN.GE დაინტერესდა, რა უჯდება, საშუალოდ, 1კგ. ყურძნის მოყვანა გლეხს და რა განსაზღვრავს, რეალურად, ყურძნის ფასს. ამ საკითხთან დაკავშირებით BPN.GE- ს შეკითხვებს პასუხი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზვიად ბობოქაშვილმა გასცა:

- შეიძლება, ერთი ჰექტრიდან, გამართული აგრონომიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 10 ტონა ყურძენი მიიღოს გლეხმა. მაგრამ ერთი ოპერაციაც რომ ჩავარდეს, იმავე ერთმა ჰექტარმა ვენახმა შეიძლება 3 ტონა ყურძენი მოგვცეს. შეიძლება დანახარჯი ერთი და იგივეა, მაგრამ მოსავალი თუ მაღალი არ არის, თვითღირებულების გამოთვლა ასეთ შემთხვევაში რთულია. ამიტომ ხდება საშუალო მოსავლიანობის (რომელსაც ერთ ჰექტარ მიწაზე ველოდებით) და საშუალო ღირებულების (რაც აგროღონისძიებებზე შეიძლება დაიხარჯოს) დადგენა.

- რამდენია საშუალო ღირებულება?

- ეს თანხა, დაახლოებით, 2 800-დან 3 200 ლარამდე მერყეობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია