შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?

შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?

ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეულმა საცობებმა იმატა. ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება არა მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი, არამედ დღის სხვა მონაკვეთშიც.

რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? - ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. 2005 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად საქართველოს ავტოპარკს დაახლოებით 100 000 ავტომობილი ემატებოდა, 2012 წლის მონაცემებით 900 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფაქტორს: 2014 წლის აპრილიდან ფაქტობრივად შეწყდა მეორადი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც გამოიწვია ავტომობილების ფასის მკვეთრი ვარდნა; ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ალტერნატიულ, შედარებით იაფფასიან საწვავზე, გაზზე გადაყვანა. შესაბამისად, ერთ დროს ფუფუნების საშუალების სტატუსის მატარებელი ავტომობილი, ხელმისაწვდომი გახადა ყველა სოციალური ფენისთვის. ესეც ბუნებრივია, პრობლემა კი შემდეგშია: წლებთან ერთად იზრდებოდა ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ შესაბამისად, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგებაც.

თუმცა, 2012 წლის შემდეგ ეს პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა, რამაც გამოიწვია ბალანსის დარღვევა და ავტომობილების რაოდენობის ზრდის კოეფიციენტი ბევრად აღემატება ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კოეფიციენტს. პრევენციული ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის დასაგეგმია და სამწუხაროდ, დღემდე არ იგეგმება. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი თანხები ახალი ესტაკადების, ხიდების, გვირაბების, შემოვლითი მაგისტრალების, პარკირების სისტემის, მიწისზედა გადასასვლელების და სხვა პროექტებისთვის, რაც საგაზო მოძრაობის გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში საუბარია მხოლოდ რაიონების ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზების და შიდა ეზოების მოვლა-შეკეთებაზე, რამაც საბოლოოდ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

მოგეხსენებათ, ნაცვლად იმისა, რომ თბილისში გაუმჯობესებულიყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც განტვირთავდა მოძრაობას და მოგვცემდა საშუალებას თავიდან აგვეცილებინა ინტენსიური საავტომობილო საცობები, გვაქვს დანაკლისები საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც 35%-ით ახდენდა მოძრაობის განტვირთვას ცენტრალურ უბნებში. ს

ამწუხაროდ, სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე თითქმის არ მიმდინარეობს და გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარე წლის განმავლობაში არ იგეგმება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია