საქართველოში მძღოლების 76 პროცენტი ქვეითს გზას არ უთმობს

საქართველოში მძღოლების 76 პროცენტი ქვეითს გზას არ უთმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირის პროექტ "ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირების" ფარგლებში ქვეითების და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, დაწყებულია აქტიურად საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა მრავალ მიმდინარეობას მოიცავს, მათ შორის ჯარიმების გაზრდას.

"მინისტრის დავალებით, საგზაო უსაფრთხოებაზე ახალ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელებაში ჩაეშვება. ეს იქნება ერთწლიანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს სახელმწიფო ჩარევას, ეს იქნება ავტოპარკის განახლება, ქვეითთა უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიები კანონმდებლობაში. ზოგიერთი მიმართულებით ჯარიმების გამკაცრება. მაგალითად, მგზავრების გადაყვანისას, როდესაც მძღოლები სახიფათო მანევრებს აკეთებენ და არღვევენ მოძრაობის წესებს. გამკაცრდება და გაუმჯობესდება ადმინისტრირება", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გოგა რაზმაძის ინფორმაციით კი, სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით შემუშავებული ახალი პროექტი სავარაუდოდ, მომავალი წლიდან აქტიურად ამოქმედდება.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ევროკავშირის პროექტის "ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირება" ფარგლებში ქვეითების და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებულ კვლევის შედეგების პრეზენტაციას მართავს.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს. ასევე მძღოლების დიდი უმრავლესობა - 76 პროცენტი არ უთმობს ქვეითს გზას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ლიბერალური კანონი/კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია