წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაა მოსალოდნელი

წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაციაა მოსალოდნელი

ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ფასები 5,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარის დევალვაციისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ფონზე, ფასთა მატება მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწიოს. ამით კი ბოლო 4 წლის რეკორდი მოიხსნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 5,4%-ს გაუტოლდა. "საქსტატის" ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები წინა თვესთან შედარებით გაძვირდა 4,4%-ით. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48,3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9%), პური და პურპროდუქტები (3,6%) და ზეთი და ცხიმი (12,0%).

მოიმატა ჯანდაცვის ხარჯმაც, კერძოდ 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 9,1%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასების 13,1%-იანი ზრდა აღინიშნა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მას შემდეგ, რაც წლიური ინფლაცია ივლისში ოფიციალურ მიზნობრივ მაჩვენებელს - 5%-ს მიუახლოვდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 საბაზისო პუნქტით 6%-მდე გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ის შემდგომშიც გაამკაცრებს თავის მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსების განაკვეთი წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 6.5%-ის ფარგლებში იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია