თბილისელების რეაქცია დენის გაძვირებასთან დაკავშირებით - "როგორც მოქალაქე, გაოგნებული ვარ..."

თბილისელების რეაქცია დენის გაძვირებასთან დაკავშირებით - "როგორც მოქალაქე, გაოგნებული ვარ..."

"თელასში" ამბობენ, რომ დენის გადასახადზე ტარიფის მომატება გარდაუვალი იყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16,992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.

AMBEBI.GE თბილისის მოქალაქეებს გაესაუბრა, თუ რას ფიქრობენ აღნიშნულ ცვლილებაზე.

ვალერი, ოპერატორი:

- ეს ცვლილება ალბათ მოქალაქეების ჯიბეებზე ზამთარში მეტად იმოქმედებს, რადგანაც მაშინ უფრო დიდი რაოდენობის დენი იხარჯება, ვიდრე ზაფხულში. აქედან გამომდინარე, ამ ნაბიჯს უარყოფითად ვაფასებ. ვის ესიამოვნება ზედმეტის გადახდა? მით უმეტეს დღევანდელი კრიზისის პირობებში. ამიტომ, არ მგონია, ვინმეს მოსწონდეს ეს, ან სიხარულით შეხვდეს ამ ამბავს.

- ელოდით?

- რატომღაც კი, რადგან მანამდე ითქვა და საუბარი დაიწყეს ამაზე. ამიტომ, დარწმუნებეულიც კი ვიყავი, რომ ამას ბოლომდე მიიყვანდნენ, რადგანაც ასე უბრალოდ არ ხდება, რომ ერთ დღეს გავიღვიძეთ და დენის ტარიფიმა მოიმატა.

- ასეთ დროს საზოგადოებამ რა უნდა ქნას?

- არ ვიცი, ალბათ რაღაც სახის პროტესტი უნდა გამოხატოს, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურია და ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორი ხასიათის პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ პროტესტი საჭიროა, მით უფრო, რომ ამბობენ, რომ ტარიფი კიდევ უნდა გაიზარდოს, რადგანაც იმ ხარჯებს არ ჰყოფნის, რაც ქვეყანას დენის შესყიდვაზე გაუძვირდა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში კიდევ მოიმატოს.

ნათია, დიასახლისი:

- პირველ რიში, რატომღაც მგონია, რომ დაზარალდებიან ნაკლებშემოსავლიანი ადამიანები, დაბალანაზაურებადები, რომლებიც მხოლოდ პირველადი მოთხოვნილების ისეთ პროდუქტებს ყიდულობენ, როგორიც არის - შაქარი, ზეთი კვერცხი, პური. ვფიქრობ, რომ დენის მომატება ამ პროდუქტებზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს, რაზეც დოლარის კურსის ცვლილებაა, მსოფლიოში ნავთობის გაიაფებაა მიბმული. რაღაც ჯაჭვური წრე იქმნება, რადგანაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამ პროდუქტების ფასი რომ მოიმატებს, ზოგადად გაძვირდება ისედაც გაძვირებული ცხოვრება და ადამიანებს უამრავი პრობლემა შექმნებათ. ეს კი არანაირად არ არის ხელსაყრელი. ამასთან, რატომღაც მგონია, რომ დაინერგება პანიკა, შიში და ქვეყანაში ზოგადად ძალიან დაძაბული ფონი შეიქმნება...

- საზოგადოება მთავრობის ამ ნაბიჯს გაგებით უნდა მოეკიდოს?

- იმდენად არის ხალხი შეშინებული და მოულოდნელი ცვლილებებისგან დაღლილიც, რომ არაფერი გამოსდის. ვთქვათ, დღეს გამოვიდნენ ქუჩაში და ილაპარაკეს, მერე დაიშლებიან და სახლში წავლენ, რასაც შედეგად არაფერი მოჰყვება და ყველაფერ დავიწებას მიეცემა. ამიტომ, აღარავის აქვს სურვილი, რამე გააპროტესტოს, რადგან იმედი არ აქვთ.

ნანიკო, პედაგოგი:

- ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან დენის ტარიფის მომატებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლარიც გაუფასურდა, რაც ჩვენი ოჯახის ბიუჯერტზე ცუდად აისახა. უკვე მინუსებში ვართ. ახლა ხელფასს რომ ვიღებთ, ოჯახებში რაღც ხარჯკების გადანაწილება ხდება.

ამასთან, როცა ზამთარი მოდის და ელექრტოენერგია მეტად გვჭირდება, ცხადია, ეს ცვლილება თითოეული ოჯახის ბიუჯეტს მძიმედ დაარტყამს.

- მთავრობის ამ ქმედებას როგორ აფასებთ?

- ამას მაინც მთავრობის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ვუწოდებ. შეიძლებიოდა რაღაც რესურსი მოენახათ, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგათ. მიმაჩნია, რომ არ მოძებნეს და ასეთი "სიურპრიზი" მოგვიმზადეს. ეს ყველაფერი ხალხთან ცუდი ხუმრობაა. დიახ, ზუსტად ამ მთავრობის საქციელს ასე ჰქვია, სასაცილოდ აგვიგდეს...

ნუნუკა, ბუღალტერი:

- როგორც მოქალაქე, გაოგნებული ვარ იმიტომ, რომ შეგვპირდნენ, ყველაფერს გააიაფებდნენ და ფასებს განახევრდებდნენ. პატარა ქვეყნისთვის ასე უფასოდ ცხოვრებაც სწორი არ არის, გადასახადები უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ეს ყველაფრი ისე შემოგვაპარეს და ისე დაგვაყენეს ფაქტის წინაშე, რომ რა გითხრათ. ჯერ 4 თეთრით გაზარდეს, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება... ისედაც გაჭირვებული ხალხი, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, - უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ბანკების მიერ მოსახლეობის "დახრჩობა" და ახლა კიდევ ეს ცვლილება, ცხადია, ჩვენზე მტკივნეულად აისახება.

- დენის გაფიკზე რას იტყვით?

- XXI საუკუნეში ესეც ძალიან სამარცხვინო რამ არის. ვერ ვხდები, დენის გრაფიკზე კიდევ რატომ უნდა იყოს ლაპარაკი?! იმიტომ, მთავაზეობენ უარეს, რომ ტარიფის გაზრდა, დენის გადასახადი შემომაპარონ? არ არის სწორი. გაოცებული ვარ, საერთოდ, რა გრაფიკზეა საუბარი? მსგავსი ცხოვრება 90-იან წლებში იყო და ეგ პერიოდი გავიარეთ. უკეთესი უნდა შემომთავაზონ და არა არჩევანი ძალიან ცუდსა და ცუდს შორის.

თამთა, ჟურნალისტი:

- რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს არ მივესალმები, პირითქი, ვეწინააღმდგები. ისედაც მომატებულია ყველაფერზე ფასი, ლარის კურსიდან გამომდინარე, ყველაფერი გაძვირებულია, არ დარჩენილა პროდუქტი, რაზეც მინიმუმ 20 თეთრით ფასს არ მოუმატია. ზოგადად ბაზარზე ცუდი მდგომარეობაა და ახლა კიდევ ერთი "საჩუქარი", - ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება. მით უმეტეს, როცა ყოველთვიურად მაღალი გადსახადი გვიწევს. თუკი ჰქონდა სახელმწიფოს რაიმე რესურსი, ამას შებრძოლებოდა, ეს არ დაეშვა და არ გააკეთა, მით უარესი. შესაბამისი რესურსი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. რაც შეეხება გრაფიკს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია