თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს დენი გაეთიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს დენი გაეთიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილისა და სამტრედიის ქუჩებს და აღმაშენებლის გამზირს, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის, ცხვედაძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

დღესვე, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შუეწყდება მშვიდობის ქუჩას (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, კახეთის გზატკეცილს, აეროდრომის დასახლებას, მოსკოვის გამზირს, ქაიროს, დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ჰოსპიტლის, გუჯარეთის, მელაანის და ჯორჯ ბუშის ქუჩებს.

11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორი-2-ის დასახლებას, გახოკიძისა და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:00-დან 19:00 საათამდე კი _ კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება რუსთაველის გამზირს ნაწილობრივ, დიღმის მასივის I, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ფოთის, ყიფიანის, წინამძღვრიშვილის, ტყვიავისა და ნეკრასოვის ქუჩებს, დაბა წყნეთის, აბაშიძესა და არაყიშვილს.

დღესვე, 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რესპუბლიკის მოედნის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს შეეხება.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია