პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

ფონდი "ივერიისას" ადმინისტრაცია პაატა ბურჭულაძის შესახებ საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბურჭულაძეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის კვართის ჩამობრძანების შესახებ არც მედიასთან და არც მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე არ განუცხადებია.

"პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ გამოთქვა თავისი გულწრფელი სურვილი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა 2017 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ტაძარი დასრულდება, მთელ ქართველ ერს ლოცვითი მსვლელობით სამეგრელოდან ერთი დღით ჩამოებრძანებინა ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე და სრულიად საქართველოს მოელოცა ეს უდიდესი სიწმინდე. ბატონ პაატას რომ ჰქონოდა ინფორმაცია კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარების შესახებ, მის ამ სურვილს ალბათ არ გამოთქვამდა.

რაც შეეხება 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, მახათას მთაზე ამ დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაგეგმილია ჯვრის აღმართვა. სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, მოხდა ამ ორი თემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც შემდგომში მოჰყვა გაუგებრობა.

თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომ მსჯელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე საქართველოს საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება გუშინ გაკეთდა.

იხილეთ: რაში ადანაშაულებს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძეს - საგანგებო განცხადება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია