ვინ იყო "პიერო" და როგორ ახასიათებენ მას მეგობრები - "არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე..."

ვინ იყო "პიერო" და როგორ ახასიათებენ მას მეგობრები - "არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე..."

"ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ", - ეს სიტყვები ზუკა კოკაიას ბოლო პოსტიდან არის, რომელიც თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა. 23 წლის ზუკა ზუგდიდელი იყო, ამბობენ, რომ თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობდა. ზუკა კოკაია თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი გახლდათ. გარკვეული პერიოდი "ჯი დი ეს"-ზე მუშაობდა სცენარისტად, თუმცა სწავლის გამო სამსახური მიატოვა. შეყვარებულიც ჰყავდა.

ნახეთ| "ვკრეფ ამ წერილს და აქვე ვაპირებ სუიციდს..." - ზუკა კოკაიას გამოსამშვიდობებელი პოსტი და თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზები

როგორც მისი მეგობარი ლაშა ბასლანძე AMBEBI.GE-სთან იხსენებს, ზუკა "იუვენტუსის" ფანი იყო.

- "იუვენტუსის" ფანკლუბში გავიცანი, მხიარული და პოზიტიური ბიჭი იყო. ისეთი მაგარი ბიჭი იყო, სულ გიხაროდა მისი ნახვა. ცოტა ხანი ჩემთან წამოვიყვანე სცენარისტად, მაგრამ სწავლის გამო მალე დატოვა სამსახური. "იუვეს" დიდი გულშემატკივარი იყო, ტატუები ჰქონდა, ბევრი ეგეთი ფანი არ მინახავს. ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვნახე, შეყვარებული ჰყავდა. მას შემდეგ პიერო აღარ მინახავს და არ ვიცი რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. როცა მისი სტატუსი წავიკითხე, მეგონა ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ მეგობარმა დამირეკა პროზექტურიდან... ახლაც ვერ ვიჯერებ. გახსნილი ადამიანი იყო პიერო, როგორც გავიგე ისეთი პროლემები არ ჰქონდა, ამ ზომამდე რომ მისულიყო.

თეკო მეზვრიშვილი ზუკა კოკაიას უნივერსიტეტიდან იცნობს. მათ 6 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

- პიერო ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს სამეგობროში, ვისგანაც თვითმკვლელობას ვერ წარმოვიდგენდი. ზუკა დაახლოებით 6 წლის წინ გავიცანი, უნივერსიტეტში, ჩვენი საერთო მეგობრისგან (მანაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე) უნივერსიტეტის ყოველდღიურობით ვცხოვრობდით, ყოველთვის შეეძლო დადებითის გაცემა, ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდა კარგი განწყობა შეექმნა ჩვენთვის... ზუკა ჩემს სამეგობროში ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ესმოდა ხველა სახის ხუმრობა და თავს იუმორში ყველაზე კომფორტულად გრძნობდა.. მე მის სახეზე არასოდეს მინახავს მწუხარება, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ვიკონტაქტეთ და იქ მითხრა, რომ ვერ იყო კარგად, უჭირდა რაღაცებთან შეგუება, მაგრამ ამაზე ბევრი არაფერი მითხრა. ვუთხარი, რომ მენატრებოდა და ერთი სული მქონდა როდის გავაგრძელებდით ფეხბურთის ყურებას ერთად. ვერ ვაანალიზებ ზუკა რომ აღარ არის.

ჟურნალისტი რამილია ალიევა ზუკა კოკაიას ფეხბურთმა დაახლოვა. ერთმანეთი "იუვენტუსის" ფანკლუბში გაიცნეს.

- ზუკა და მე "იუვენტუსმა" გაგვაცნო... თამაშის საყურებლად ერთად დავდიოდით ყველანი, იუვენტუსის ოჯახი... კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, უბრალოდ მოგების სიხარულს და წაგების სიმწარეს ვიზიარებდით... ცხოვრებაც ეს არ არის?! გაზიარება ემოციების, სიხარულის, ტკივილის, წარმატების, წარუმატებლობის... არ აქვს მნიშვნელობა, იცნობ თუ არა... ახლაც ბევრი კითხულობს "ზუკას ამბავს", ვისთვისაც ზუკა უცნობი იყო და მისი ახლობლების ტკივილს იზიარებს... არ არის ადვილი დათმო ყველაზე ლამაზი და ტკბილი - სიცოცხლე... ადამიანებზე სიკვდილის მერე საუბარი ძალიან ადვილია, სიცოცხლეში დაფასება და გვერდით ყოფნა რთული... ჩვენი ყოველდღიური ყოფითობა ზოგჯერ ჩვენი ურთიერთობების მტერი ხდება...

სიცოცხლე ყველაზე დიდი საჩუქარია, რასაც უფალი გვჩუქნის. არავის არ აქვს უფლება დღეს დასვას კითხვა - ეს რატომ გააკეთა? მოდით, დავსვათ კითხვა, რატომ არ ვიცოდით ამ განცდების, ამ ემოციების, ამ ტკივილის შესახებ. მოდით არ ვთქვათ, ის იყო სუსტი, რომ აირჩია სუიციდი, მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან დაკავებულები ჩვენი ყოველდღიური ყოფადობით და ვერ ვხედავდით გვერდზე მყოფი ადამიანის სულის ბრძოლას...

მახსოვს იუვენტუსის ფან კლუბის ტრაბზონში გასვლა, თამაშის საყურებლად წავედით. ზუკაც იყო... თავისებური იყო ყოველთვის, უწესიერესი... მხიარული... მასზე ვიცოდი მარტო ეს, რომ იუვენტუსი უყვარდა... გუშინ რომ გავიგე, არ მჯეროდა, ძალიან განვიცადე... გუშინ გავიგე, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და მეტკინა, გული დამწყდა და თავი მეც დამნაშავეთ ვიგრძენი... დამნაშავედ ვიგრძენი რომ ცხოვრებაში ვერ გავიცანი, ვერ დავინახე მისი ნიჭი და ახლა მიწევს ამაზე საუბარი... არ უნდა ვლაპარაკობდეთ ადამიანებზე მათი სუნთქვის გაჩერების მერე, უნდა ვიცნობდეთ, გვიყვარდეს მაშინ როცა ჩვენს გვერდით არიან... ზუკამ მე პირადად ამ წასვლით ახლობლების, მეგობრების დაფასება, სიყვარული მასწავლა. საშინელებაა ადამიანზე საუბარი სიკვდილის მერე...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია