რას ყვებიან ანტალიაში მიტოვებული ქართველები და როდის დაბრუნდებიან შინ - ტურისტული და ავიაკომპანიის არადამაიმედებელი კომენტარები

რას ყვებიან ანტალიაში მიტოვებული ქართველები და როდის დაბრუნდებიან შინ - ტურისტული და ავიაკომპანიის არადამაიმედებელი კომენტარები

"უპატრონოდ მიგვატოვეს... ამაოდ ვცდილობთ ინფორმაციის მიღებას...", - ეს იმ აღშფოთებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებებია, რომლებიც თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩარჩნენ და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი კომპანია Alltour-ის დავალიანებაა, რომელსაც კომპანია "აირზენას" ვერ უფარავს, შესაბამისად, "აირზენა" ფრენის განხორციელებაზე უარს ამბობს. მოქალაქეები ორ კომპანიას შორის დავის გამო საქართველოში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ.

"ambebi.ge"-ს მგზავრები დაუკავშირდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ.

"ტურისტულ კომპანიაში ტელეფონს არ პასუხობენ. უპატრონოდ მიტოვებული ტურისტები ამაოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მათ ღამეების გათენება უწევთ ქუჩაში და გაპარტახებულ ბინძურ სასტუმროებში. სანამ კომპანია ზარებს პასუხობდა, კლიენტებს აძლევდა ყალბ იმედს, რომ თვითმფრინავი მალე გამოფრინდებოდა", - აცხადებენ მგზავრები.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, მაია მჭედლიშვილი "იმედთან" სატელეფონო საუბარში პრობლემას ადასტურებს.

"კი, რეალურად არის იქ ფინანსური პრობლემა. რეისზე დავალიანება არის დარჩენილი და ამ დავალიანების გამო ავიაკომპანია არ ასრულებს რეისს", - განაცხადა მაია მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი 14:00 საათზე გაფრინდება.

რამდენიმე წუთის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით "აირზენას". კომპანიაში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როდის განხორციელდება ფრენა, შესაბამისად არც ის იციან, როდის ჩამოფრინდებიან ანტალიაში მიტოვებული საქართველოს მოქალაქეები.

"ველოდებით ინფორმაციას ცენტრალური ოფისიდან რეგისტრაციის დაწყების თაობაზე. ამ დროისთვის, უცნობია, თუ როდის განხორციელდება საქართველოდან ანტალიაში ფრენა, რომელმაც აღნიშნული მგზავრები საქართველოში უნდა ჩამოიყვანოს", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია Alltour-ში კი, რომელმაც აღნიშნული მოქალაქეები წაიყვანა ანტალიაში, სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

ლექსო ნაბახტეველი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია