13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს

13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს

13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ძმა, ლაშა გაბიტაშვილი განცხადებას ავრცელებს:

"9 ივლისს შევიტანე პროკურატურაში სარჩელი. ამ დრომდე დაზარალებულად აღიარებული არ არის ჩემი ოჯახი. ძალიან მარტივია დავინახოთ 13 ივნისს საპატრულოს მიერ გამოვლენილი გულგრილობა, რადგანაც არ მოხდა გზის დროული გადაკეტვა, საიდანაც ჩემი ძმა მოხვდა სტიქის ზონაში და ეს კარგად იცის ყველამ, მათ შორის პროკურატურამ. საინტერესოა რატომ არ ხდება დანაშაულის დროული აღიარება?!! დიდი ალბათობით ეს დრო პროკურატურას ჭირდება რომ შეამსუბუქოს საპატრულოს მიერ გამოვლენილი დანაშაული ან საერთოდ აარიდოს პასუხისმგებლობა. გარდა ამისა ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწერილ წერილზე ოფიციალურ პასუხს 112-სგან და შს სამინისტროსგან. (რომელიც ივლისის თვეში მიწერეს, თქვენ თვითონ გადათვალეთ რამდენი 10 სამუშაო დღე გავიდა)

გარდა ამისა, მერიამ ჩაატარა მარათონი, სადაც გამოიყენა გარდაცვლილთა სახელები, შეაგროვა 1,2 მლნ და ეს თანხა როგორ დაიხარჯა გაურკვეველია !!!

უბრალოდ რომ იცოდეთ სად ცხოვრობთ !!!", - წერს ლაშა გაბიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით გაბიტაშვილის ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს. მისი ცხედარი მდინარის პირას მოხალისეებმა იპოვეს და მაშველებს შეატყობინეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია