ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაში შეიყვანა შვილი

ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაში შეიყვანა შვილი

ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო. სკოლაში წავიდნენ ცნობილი ადამიანების შვილებიც. ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟი საბა კოდუა "ბაქსვუდის" სკოლაში მივიდა. საბა კოდუა სკოლაში დედასთან ერთად მივიდა, ფოტო სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სათაურით: "მგონი მოსწონს".

დღეს წავიდა სკოლაში ტელეწამყვან თამუნა მუსერიძისა და დრამერის გურამ მაკალათიას "გუფის" შვილი სანდრო.

- სანდრო 55-ე სკოლაში მივიყვანეთ. ამ სკოლაში სწავლობდა დედაჩემი და შემდეგ მე. ძალიან კარგი სკოლაა, თან სახლთან ახლოს არის. სკოლაში მე და გურომ ერთად მივიყვანეთ. ძალიან უხარია სკოლაში რომ წავიდა.

ლალი ტოტიკაშვილის უმცროსი შვილი ნიტა.

- ნიტა "ნიუტონის" სკოლაში მივიყვანეთ. ჩემი უფროსი ვაჟიც ამ სკოლაში დადის, თან ძალიან მოგვწონს ეს სკოლა. სკოლა მისთვის უცხო არ იყო, რადგან მოსამზადებელზე დადიოდა და ერთი წელია იცნობს მის კლასელებს. ამიტომ გახარებულია.

ჯგუფ "ფრანის" სოლისტის, გაგა ჩიხლაძის ვაჟი თომა.

- ჩემი ბიძაშვილის შვილიც მისი კლასელია, როცა გაკვეთილზე შემყავდა ეტყობა ინერვიულა და მითხრა მუცელი მტკივაო, ვუთხარი აფერისტობებს არ ვიყოთ-თქო. პირველი გაკვეთილის დამთავრებას დაველოდე, მაინც არ დავტოვე მარტო. შესვენებაზე ერთად თამაშობდნენ ბავშვები.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია