"ხმა არ გამცე!" - კახელმა გლეხმა ქალმა "ნაციონალების" დეპუტატს სიტყვის თქმა არ დაანება

"ხმა არ გამცე!" - კახელმა გლეხმა ქალმა "ნაციონალების" დეპუტატს სიტყვის თქმა არ დაანება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას უსმენენ, ხმაურით წარიმართა.

კამათში ჩაერთნენ თავად კახეთიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც სიტყვით გამოსვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათ აინტერესებთ კონკრეტული პასუხი ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით.

მწვავე იყო ერთ-ერთი გლეხი ქალის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატებს დეტალურად აუხსნა მათი მოთხოვნების მიზეზები და პოლიტიკურ ბრძოლაში მათი გამოყენება გამორიცხა.

"40 თეთრს გვიხდიდა "ნაციონალური მოძრაობა" რქაწითელში, 60 თეთრს საფერავში. როდესაც ჩამოვიდნენ შავნაბადას ბერები და 80 თეთრს გვიხდიდა მამა შიო, მიდიოდა შტაბის უფროსი და ეუბნებოდა რატომ უწევ შენ მაგათ ფასსო. რაც შეეხება ღვინიაშვილის, ის დეპუტატი ავირჩიეთ გურჯაანის რაიონმა და ის უნდა მოსულიყო არა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, არამედ როგორც მაჟორიტორი.

"გლეხი რომ ვაზში მიდის ის ლოცულობს. ვაზს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვაზის ჯვრით შემოვიდა წმინდა ნინო, შაჰა-ბასი ვაზს გვიჩეხავდა, რომ ქართველობა განადგურებულიყო.

რა არის დიდი პოლიტიკა ამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ის ვიცი, რომ დილის ოთხ საათზე ვდგები და საღამომდე ვმუშაობ."

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია