"ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი" - ოთარ დანელია

"ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი" - ოთარ დანელია

"რუსთავი 2"-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ "არჩევანში" ყურძნის ფასს განიხილევდნენ. სტუდიაში იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონიდან ჩამოსული მევენახეები, რომლებიც შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარ პრეტენზიებს გამოხატავდნენ.

გადაცემაში ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

მისი განცხადებით, ქარხნები ყურძენს არ ჩაიბარებდნენ, რომ არ ყოფილიყო სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დასეტყვილ ყურძენზე.

"ჩემთვის ყველა რეგიონი თანაბრად მნიშვნელოვანია, არც მეტი არც ნაკლები - თანაბრად მნიშვნელოვანი. თხილის ფასი არის ლამის მესამედზე ჩამოსული, სიმინდის ძალიან ცუდი მოსავალია. შიდა ქართლში ნახეთ რა მოხდა, იქ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც არ აქვთ. იგივე იყო სამცხე-ჯავახეთში. მითხარით, როგორ განვსაზღვრო მე პრიორიტეტი? რატომ ერთი "კი" და მეორე "არა?". ამასთან, ყურძენი მარტო კახეთში არ მოდის და ძალიან ლეგიტიმური იყო ეს კრიტიკა, მე ვიღებ ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, არასწორია სუბსიდირებაც და ამ კრიტიკასაც ვიღებ, მაგრამ ამ კახელ გლეხებს წარმოგიდგენიათ რა ბედი ელოდა, ეს რომ არ ყოფილიყო?

კიდევ ერთი რამ, თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელს და ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა, თითქოს ეს ხალხი არის უმადური და ა.შ. ეს ცუდი ტენდენციაა, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოპულისტ პოლიტიკურ ძალებს, დაანებონ ამ თემით სპეკულაციას თავი. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. მე მაქვს განცდა, რომ ამ პროცესის ხელის შეწყობა ხდება.

პასუხისმგებლობა ორმხრივია, ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს, თუ გვინდა ჯანსაღად განვავითაროთ დარგი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია