"შენ არ დაუჯარიმებიხარ მოსამართლეს, არც მეტი არც ნაკლები - ღიმილისთვის!" - მანანა კობახიძე გიგი უგულავას ადვოკატს მიმართავს

"შენ არ დაუჯარიმებიხარ მოსამართლეს, არც მეტი არც ნაკლები - ღიმილისთვის!" - მანანა კობახიძე გიგი უგულავას ადვოკატს მიმართავს

საქართველოს პარლამენტი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გიგი უგულავას ადვოკატს, ბექა ბასაილაიას მიმართავს:

"გიგი უგულავას ადვოკატს: შენ შეძელი და საკონსტიტუციო სასამართლოში მოიგე საქმე შენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასარგებლოდ, 24 საათით, მაგრამ მაინც, თავისუფლება არგუნე მას! მე და ჩემმა კოლეგებმა წლების წინ ეს ვერ შევძელით! ჩვენც ვიცავდით ადამიანებს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღწევა იმ დროს წარმოუდგენელი იყო! შენ თავისუფლად შედიხარ სასამართლოს შენობაში ისე, რომ პირწმინდად არ გჩხრეკენ და პირად ტელეფონს არ გატოვებინებენ ჩვენსავით, შენ მიგყავს დარბაზში ტელევიზია და დაცული ხარ იმისგან, რომ მტკიცებულებებს და კიდევ ბევრ რამეს გაგიყალბებს სასამართლო! შენ არ გჭირდება ჩვენსავით, ფარულად, ლამის სიცოცხლის ფასად, შენი კლიენტის დასაცავად პროცესის ფარულად, საათით ან საწერკალმით ჩაწერა, დიახ, ჩვენ გვიწევდა ამის კეთება მაშინ! შენ არ გამოუკეტიხარ "მოდულის" შენობის ჯურღმულებში პროკურორებს გონების დაკარგვამდე, როგორც ნათია კორკოტაძე გამოკეტეს მაშინ, იმ ავადსახსენებელ 26 მაისს!

შენ არ დაუჯარიმებიხარ მოსამართლეს, არც მეტი არც ნაკლები- ღიმილისთვის! შენ სასამართლოს შენობაშივე დგახარ და პოზირებ კამერების წინ და ლამის შეურაცხყოფამდე აკრიტიკებ მოსამართლეს, პროკურორს, პრემიერს, ყოფილ პრემიერს, პარლამენტს, დეპუტატებს და მერე მშვიდად ისევ სახლში მიდიხარ და არავინ გიჭერს ათასგვარი მიზეზით, როგორც ის 100-ზე მეტი ჩემი კოლეგა წლების წინ! შენ შეძელი და ნაწილობრივ მაინც გაამართლე შენი კლიენტი, ამნისტიითაც ასარგებლე და მრავალი წლით არ ამოხადე სული გლდანის საპყრობილეში მსგავსად ათასებისა...

შენ შეძელი კიდევ ბევრი რამ და გილოცავ! ვულოცავ ყველა ჩემს ყოფილ კოლეგას რომ დღეს სულ სხვა სისტემაში და სამართლებრივ რეალობაში უწევთ მუშაობა, დღეს ბევრი რამ კანონით შეუძლიათ, რაც მაშინ მიუღწეველი იყო! სწორედ ამიტომ, როგორც არ უნდა და ვინც არ უნდა გვაკრიტიკოს, ხომ ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლება უფრო ადამიანურია, ვიდრე ოდესმე!" - წერს კობახიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია