როგორ გამოიყურება ცნობილი ქართველების აგარაკები

როგორ გამოიყურება ცნობილი ქართველების აგარაკები

ზაფხული მიიწურა და თბილისში ხალხი დაბრუნდა. ივლისის და აგვისტოს ცხელი დღეები ზოგმა აგარაკზე გაატარა, ზოგი კი უცხოეთისა და საქართველოს სანაპიროს ესტუმრა. "ambebi.ge" ცნობილი ქართველების აგარაკებზე გიამბობთ.

თამრიკო ჭოხონელიძე

მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე ზაფხულის ცხელ დღეებს საგურამოს აგარაკზე ატარებს, სადაც მასთან ერთად ისვენებენ მისი დები და თავიანთი შვილები. როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მართალია, მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ შვილებთან, დებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გრძნობს. თამრიკო ჭოხონელიძის აგარაკზე ზაფხულში ხშირად ჩადიან სტუმრები და საღამოობით ეზოში კონცერტებსაც მართავენ. ჭოხონელიძეების ოჯახი ძველით ახალ წელსაც საგურამოში ხვდება, ეს მათი ტრადიციაა, რომელსაც არ არღვევენ.

ანატოლი ბოისა

კალათურთელ ანატოლი ბოისას და თეა ჩიხრაძეს აგარაკი საგურამოში აქვთ. ზაფხულის ცხელ დღეებს თეა და ტოლიკა სწორედ საგურამოში ატარებენ. მათთან ხშირად იკრიბებიან კალათბურთის ნაკრების ბიჭები და მათი მეგობრები. აგარაკი თეა ჩიხრაძის ოჯახის საკუთრებაა.

ლაკო ბუკია

ამერიკაში მცხოვრები ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია საქართველოს იშვიათად სტუმრობს. ლაკო პარლამენტარ გოდერძი ბუკიას ქალიშვილია, მას მსოფლიოს სამოდელო სფეროში კარგად იცნობენ, დონა კარანი მისი შემოქმედების აქტიური გულშემატკივარია. ლაკო ბუკიას წყნეთში ულამაზესი აგარაკი აქვს, სადაც ხშირად იკრიბებიან მისი და მისი ოჯახის მეგობრები. დღესასწაულებს ყველაზე ხშირად ლაკოს ოჯახი სწორედ წყნეთის აგარაკზე აღნიშნავს.

ნინო დარასელი

ნინო დარასელი ზაფხულის ცხელ დღეებს არმაზში ატარებს. სადაც აქვს საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები. ნინო არმაზში შვილებთან, რძალთან და მეუღლესთან ერთად მიდის და შემოდგომამდე რჩება. მის ქალიშვილს მარიტას განსაკუთრებით უყვარს ცურვა, შესაბამისად მთელ დღეებს საცურაო აუზში ატარებს. ასევე, გატაცებულია ჩოგბურთით.

ლელა კაკულია

ნათელმხილველი ლელა კაკულია ზაფხულს ურეკში ატარებს, სადაც მდიდრული აგარაკი აქვს. მას აგარაკზე ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანეი, მათ შორის პოლიტიკოსები. ეზოში ლამაზი ბაღი აქვს მოწყობილი, სადაც ხშირად განმარტოვდება. ამბობენ, როცა ლამაზ ყვავილებს უყურებს სწორედ ამ დროს მოდის მასთან კოსმოსიდან ინფორმაციები. ჰყავს პირადი მცველი დავით კვირკველია, რომელიც თავად წყვეტს, ვინ მივა სტუმრად ლელა კაკულიასთან და რა უნდა მიირთვას ნათელმხილველმა.

მამუკა ღლონტი

ულამაზესი აგარაკი აქვს შეკვეთილში მამუკა ღლონტს. "მაესტროს" დამფუძნებელი წელიწადის დიდ დროს სწორედ შეკვეთილში ატარებს, მასთან ერთად ისვენებს აჭარაში მისი შვილიშვილი სესილი. თუ კარგი ამინდია, ოჯახი მთელ დღეს ზღვაზე ატარებს. ეზოში ლამაზი მწვანე მოლია, სადაც ბალახს მამუკა ღლონტი თავად ჭრის. მიმდებარე ტერიტორიაზე ღლონტების ოჯახი ფეხით, ველოსიპედით ან მოტოციკლით გადაადგილდება. ხშირად ჩადიან ბათუმშიც. სახლი თავად მამუკა ღლონტის დაპროექტებულია. სულ ცოტა ხნის წინ ადგილზე საოჯახო ტიპის სასტუმრო "სესილიც" გააკეთა, სადაც დასვენება ყველას შეუძლია.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია