"ჩემს ქალიშვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ" - მამა ნოდარ ქათამაძეს უვადო პატიმრობა ემუქრება

"ჩემს ქალიშვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ" - მამა ნოდარ ქათამაძეს უვადო პატიმრობა ემუქრება

ანჩისხატის დეკანოზი მამა ნოდარ ქათამაძე ხუთი თვეა, რაც მე-8 დაწესებულ­ებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასულიერო პირი 2015 წლის 5 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული­ საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. როგორც მისი სიმამრი, დავით მაისურაძე, ამბობს,­ ეს ნივთები მას ეკუთვნის და მის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანს სჯიან...

მალხაზ ჯანგირაშვილი, მამა ნოდარ ქათამაძის ადვოკატი:

- მამა ნოდარ ქათა­მაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ქუთაისიდან თბილისში მოდიოდა. საქმის მასალების მიხედვით, თითქოს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიიღეს ინფორმაცია, რომ მას ნარკოტიკები ჰქონდა მანქანაშიც და ბინაშიც... მას მანქანაში არაფერი აღმ­ოაჩნდა, მაგრამ ბინაში კი იპოვეს ნარკოტიკი­ და იარაღი. ბრალდებულის ჩხრეკისა­ და დაკავების დროს უხეშად დაირღვა საპროცესო­ კოდექსი. ამბობენ, ბინის გაჩხრეკის შემდეგ დავა­კავეთო, რეალურად კი ეს პროცედურა ადგილზევე მოხდა და მამა ნოდარს ხელბორკილები დაადეს...

პროცესზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ბინის ჩხრეკას ესწრებოდა დავით მაისურაძე, მამა ნოდარის სიმამრი, რომელსაც უთქვამს, თუ რამეს იპოვით, იცოდეთ, ჩემიაო. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ჩხრეკის ოქმში არ არის ასახული არც მაისურაძის იქ ყოფნა და არც მისი განმარტება, მეტიც, ის არ დაუკითხავთ. ადამიანი ამბობს, რომ მისია ნარკოტიკული საშუალება და "ბერეტას" პისტოლეტი, მაგრამ ბრალს სხვას უყენებენ, მას, ვისაც არავითარი შეხება არა აქვს ამ ყველაფერთან. გინდა, არ გინდა, იკვეთება მამა ნოდარის მიზანმიმართული დევნა.

მამა ნოდარს წაყენებული აქვს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და იარაღის უკანონო შენახვა). ბრალდება ამ მუხლებზე ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე პატიმრობას, ასევე თავისუფლების უვადოდ აღკვეთას. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: მამა ნოდარი უდანაშაულოა და მოსამართლეები ვალდებული იყვნენ, ის უკანონო პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. მივმართავთ­ დისციპლინარულ კოლეგიას, რათა დადგეს მოსამართლეების, ბადრი შონიასა და ვახტანგ მრელაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი.

კურიოზული ვითარებაა: იგნორირებას უკეთებენ ადამიანს, რომე­ლიც ხუთჯერ ნასამართლევია, აღიარებს, რომ მისია აღმოჩენილი ნივთები და ამ დროს ბრალს უყენებენ მოქმედ სასულიერო პირს, რომელთანაც ვერაფრით აკავშირებენ იარაღსა და ნარკოტიკს.

სულხან ქათამაძე, მამა ნოდარის ძმა:

- ვიცი, საიდან იღებს­ სათავეს ეს ყველაფერი. მამაჩვენის, მეუფე ამბროსი ქათამაძის (ზვიად გამსახურდიას მოძღვარი) ბურუსით მოცული მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია. მამა განდევნეს და 15 წელი უცხოეთში ცხოვრობდა. ნეტავ სულ არ ჩამოსულიყო...­ მამაჩემი მოკლეს! დაადგინეს, თითქოს გაზით­ გაიგუდა, რაც აბსურდია, რადგან­ სახლში ბუნებრივი აირი გაუქმებული გვქონდა. გამოძიება არ დაწყებულა, არავინ დაკითხულა.

ტყიბულის ეკლესიაში დღესაც ასვ­ენია ნატყვიარი ხატები, მათ შორის არის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც შუბლზე სამი ნატყვიარი აქვს. "მხედრიონის" დროს მამაჩემის მოკვლის მიზნით შტურმით აიღეს ეკლესია. მამა მდინარეში გადახტა, მერე გააპარეს და გაიქცა საქართველოდან... ამ საქმეს არც ადრე იძიებდნენ, არც ახლა აქვთ სურვილი. როგორც კი ჩემი ძმა, მამა ნოდარი, იწყებდა აქტიურობას და მამის საქმის გამოძიებას ითხოვდა, სასწაული ფათერაკები ხდებოდა. იმ ხელისუფლების დროსაც სცადეს მისი დაკავება - ბათუმიდან მოდიოდა, ქუთაისში გააჩერეს და უთხრეს, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთები უნდა გქონდ­ეთო. ჩემი ძმის მანქანა­ კი არ გაჩხრიკეს, დაშალეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. კუდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკის ჩადებაც სცადეს... ჩემი ძმა სასულიერო პირია და ისიც კი მეუხერხულება, ვამტკიცო, ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია-მეთქი. ანჩისხატში 4 წელია მოღვაწეობს, მანამდე შიომღვიმის მონასტერში იყო. სასულიერო მოღვაწეობას 1998 წლიდან ეწევა. მამა ნოდარი აქტიურობდა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ გამართულ მიტინგზეც გამოვიდა, საჯაროდ გააპროტესტა მეუფე ამბროსის საქმის გამოუძიებლობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია