მახათას მთაზე ცაში ღრუბლებით ჯვარი გამოისახა

მახათას მთაზე ცაში ღრუბლებით ჯვარი გამოისახა

მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა. 5,10 მეტრის სამაღლის 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი ტაძრის გუმბათზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით აიტანეს.

მანამდე კი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევის შესაბამისად, მახათას მთაზე შეკრებილმა მრევლმა ერთხმად აღავლინა ლოცვა და "კურთხეულო ღვთისმშობელო". ჯვრის აღმართვის დროს ცაზე ღრუბლებით ჯვარი გამოისახა - სოციალურ ქსელში მოვლენის ამსახველი ფოტოები ვრცელდება, რასაც მორწმუნეები სასწაულად აფასებენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთი მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე სიონიდან მოვიდა, სადაც მან ღვთისმშობლის შობის დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულება პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავისთვის - 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იგეგმება.

გოგა ჩანადირის ფოტო

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია