როდემდე გასტანს საქართველოში მზიანი ამინდი

როდემდე გასტანს საქართველოში მზიანი ამინდი

თვის ბოლომდე საქართველოში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, სექტემბრის თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გადმოტანა ხდება, რის გამოც სექტემბერი ნორმასთან შედარებით საკმაოდ ცხელი თვეა.

ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 36-38 გრადუსიც დაფიქსირდა. მზიანი, უღრუბლო ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. 27 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 27-32 გრადუსია მოსალოდნელი.

25 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება, ამიტომ ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 24-29 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და 33 გრადუსამდე მიაღწევს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია