ყველაზე უცნაური, უაზრო და სასაცილო გამოძახებები 112-ში - "ერთი ქალი რეკავდა, გათხოვება მინდაო"

ყველაზე უცნაური, უაზრო და სასაცილო გამოძახებები 112-ში - "ერთი ქალი რეკავდა, გათხოვება მინდაო"

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 112-ში ხშირად უცნაური ზარები ფიქსირდება. მათი უმეტესობა არამიზნობრივია და ადამიანები სასწრაფო, სამაშველო ან საპატრულო პოლიციის დახმარების ნაცვლად, პირადი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, 112-ის ცვლის უფროსი თამარ პაჭკორია ამბობს, რომ დღე-ღამის განმავლობაში 112-ში საშუალოდ 24 ათასამდე ზარი შემოდის. ნახევარზე მეტი არის უცნაური, არამიზნობრივი და ზოგიერთ შემთხვევაში, სასაცილოც.

თამარ პაჭკორია:

ერთ-ერთი უცნაური ზარი ეხებოდა 112-ის შენობას, რადგანაც არასტანდარტულია, ყოფილა შემთხვევა, როცა ოპერატორს უმტკიცებდნენ, რომ მფრინავ თეფშს ხედავენ, თან მოძრაობსო და ტერიტორიასაც ისე მიუთითებდნენ, რომ ზუსტად ჩვენს შენობაზე იყო საუბარი. გულმოდგინედ ცდილობდნენ ჩვენი ოპერატორების დარწმუნებას, რომ მფრინავ თეფშს ხედავდნენ.

კიდევ ერთი უცნაური შემთხვევისას სამეგობრო წრე იყო შეკრებილი, სავარაუდოდ ქეიფობდნენ და ოპერატორს ურეკავენ შემდეგი კითხვით - "რწყილი და ჭიანჭველა" რომ არის იგავ-არაკი, მუხა ვისთან აგზავნის რწყილს, იქნებ დამეხმაროთო", - ამბობს თამარ პაჭკორია.

როგორც აღმოჩნდა, 112-ში გათხოვების თემაც აქტუალურია. თამარ პაჭკორიას თქმით, ზარის ავტორებს ამ საკითხში 112-ის ოპერატორი ძალიან სანდო და კომპეტენტური ჰგონიათ.

"იყო შემთხვევა, როცა ადამიანი შეწუხებული იყო მეზობელი გოგონას ქცევით მამაკაცთან მიმართებაში და სურდა მისთვის საქმროს შერჩევა. ჩვენთან ამის გამო რატო რეკავენ არ ვიცი, მაგრამ ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.

ერთი ქალბატონი რეკავდა კიდევ, გათხოვება მინდაო, მეუღლეს ვეძებო, ტელევიზორში საინტერესო არაფერია, ხმის გამცემი არავინ არისო და მარტო 112-ის თანამშრომელს ვენდობიო.  ნდობის ტელეფონს ხშირად კითხულობენ ჩვენთან, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ერთი ასაკოვანი ადამიანი რეკავდა სასწრაფოს იძახებდა და ოპერატორს ეუბნება მეტრო "ოქტომბერთან" მოვიდესო, რადგან მეტრო ახსენა, თბილისზე იყო საუბარი და ოპერატორი ეუბნება, ბატონო რაიონი დამიზუსტეთო, პასუხი კი იყო ლენინის რაიონშიო.

დარეკა ერთ-ერთმა მამაკაცმა და ამბობს, ბავშვს თავზე ურჩხული აზისო, ოპერატორმა ჰკითხა, განმარტეთ ბატონო, რას გულისხმობთო და ასეთი ურჩხულები რუსეთშიც გავრცელებულიაო და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნისო. თურმე საუბარი იყო ტკიპაზე, რომელიც ბავშვის თავზე იყო აცოცებული", - ამბობს თამარ პაჭკორია.

მისივე თქმით, მოხუცები ხშირად რეკავენ იმის გასაგებად თუ რა რიცხვია, რა დღეა, თენდება თუ ღამდება, რომელი საათია და ა.შ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია