"ეს რომ ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს?" - დაჩი გრძელიშვილი გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე წერს

"ეს რომ ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს?" - დაჩი გრძელიშვილი გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე წერს

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი კარდენახელი გლეხის მიერ ვენახის გაჩეხვის ფაქტს ეხმაურება:

"გასაგებია, ვაზი ჩვენი სიმბოლოა, ღვინის სამშობლო ვართ... და ამისთვის აუცილებელია ჰექტრობით ყურძენი იყოს გაშენებული, რომელსაც ხელოვნურად დაწესებულ ფასში ჩაიბარებენ? ამავე ლოგიკით, ჩვენ უძველესი ქრისტიანი ერი ვართ და რა ვქნათ, ყველა ოჯახმა ხატის წერა დაიწყოს, თორემ ქრისტიანობას დავკარგავთ? შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, ქიმიკატებით და მამაძაღლობით ათეულ ტონობით ყურძნის მოყვანა ვაზსაც და გლეხსაც ერთნაირად გარყვნის და გააბოროტებს...

და ამაში გლეხი კი არა, მთავრობები სცოდავენ - ჯერ, კომუნისტი ედიკა, საბჭოთა გეგმებს ასრულებდა გადაჭარბებით და რაოდენობისთვის ხან ღვინოს აუპატიურებდა, ხან გაუპატიურებისთვის სჯიდა (როდის რა ჭირდებოდა) მერე, ეროვნულმა ედიკამ შემოიღო მასობრივი ჩაბარებები, მერე ნაცები და ქოცები ერთმანეთს სუფსიდიების დაპირებებში ეჯიბრებიდნენ... ეს დრო და ფული, მართლა ვაზის სიყვარულსა და შრომის სწავლაში რომ დახარჯულიყო და არა ხმების ყიდვაში, ახლა გლეხი შეგნებულიც იქნებოდა და შეძლებულიც.

ეხლა ეს რო ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს? ამან რო ვაზის ფასი იცოდეს, არც ხუთას ძირს ჩაჰყრიდა და არც გაჩეხავდა. მარაა, ჩემმა ანდრიამ ჩინური იცით, რატომ არ იცის? - არ გვისწავლებია" - წერს გრძელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ როგორც კარდენახელი გელა გრიშენკო აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყურძნის ჩასაბარებელ ქარხანასთან რიგში რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დაპირებული 70 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გადაუხადეს.

მისი თქმით, ქარხანა მას 1800 ლარს უხდის, რომელიც ბანკიდან აღებული კრედიტის დაფარვას არ ეყოფა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია