რამდენით შემცირდა საქართველოში ხელფასი

რამდენით შემცირდა საქართველოში ხელფასი

ბოლო ერთ წელიწადში დოლარის მიმართ თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა. დოლარი, რომელიც 1944 წელს, ამერიკის ქალაქ ბრეტონ-ვუდსში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტად გამოცხადდა, თავის პოზიციებს არ თმობს.

რამდენად შემცირდა საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი ლარის გაუფასურების და დოლარის გაძვირების გამო? - ამ შეკითხვით bpn-მა ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს მიმართა.

სოსო არჩვაძე: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საკმაოდ უცნაური და საინტერესო სიტუაცია გვაქვს - მართალია, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი დაეცა, მაგრამ ფასების საგანგაშო ზრდას ადგილი არ ჰქონია. საერთოდ, რეალური ხელფასი ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული და რაც უფრო მაღალია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, მით უფრო დაბალია საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა, მისი რეალური დონე. მინდა ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, ლარის კურსის დაცემას საქართველოში სამომხმარებლო ფასების კატასტროფული ზრდა არ მოჰყოლია, ანუ თანაფარდობა ლარის გაუფასურების ტემპსა და ფასების ზრდას შორის არ შეიმჩნევა. შედარებისთვის: ლარის კურსი დაახლოებით 40%-ით დაეცა, ხოლო ფასები - 7-8%-ით გაიზარდა.

- როგორ ითვლიან რეალურ ხელფასს საქართველოში?

- სტატისტიკის სამსახურის მუშაკები რეალური ხელფასის დათვლისას ნომინალურ ხელფასს სამომხმარებლო ფასების ინდექსზე ყოფენ. წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ საშუალო ხელფასი სადღაც 940 ლარამდეა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება გვინდა, ეს ციფრი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე უნდა გავყოთ: 2015 წლის აგვისტოში, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 5,4 პროცენტი შეადგინა. ვღებულობთ საშუალოდ 880 ლარს. ანუ რა გამოდის? - ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია რეალური ხელფასის მნიშვნელოვან დაცემას.

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რატომ არ გაიზარდა საგრძნობლად ფასები?

- ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია და მეწარმეები ბოლო მომენტამდე ცდილობენ საცალო ფასები არ გაზარდონ, რადგან ფასების ახალ ნიშნულზე გადაყვანა აუცილებლად გამოიწვევს მათ ნაწარმზე მოთხოვნის შემცირებას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია