"ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული ასეულობით პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

"ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული ასეულობით პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი "ქარვასლასთან" ერთად მოძრაობა kar.ge-ა. გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს, მათ სტენდებზე კი ასეულობით პროდუქციაა წარმოდგენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ განუცხადა, ღონისძიების მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა თქვენ, მომხმარებლებს დაგანახოთ რომ ბაზარზე გვაქვს ქართული ხარისხიანი პროდუქცია, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. ჩვენ გვინდა, თქვენ არა მხოლოდ გაიგოთ ამის შესახებ, არამედ, როცა რაღაცის ყიდვას დააპირებთ, პირველ რიგში განიხილოთ სწორედ ქართული პროდუქციის შეძენის საკითხი და მხოლოდ მას შემდეგ იყიდოთ სხვა, თუ ვერ იშოვით ადგილობრივი წარმოებისას", - განაცხადა ტარიელ ზივზივაძემ. მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებლის განმარტებით, გამოფენა-გაყიდვაში როგორც ცნობილი ბრენდები, ისე ნაკლებად ცნობილი კომპანიები მონაწილეობენ.

"მათ შორის აქ მომსვლელ ადამიანს დახვდება ბევრი ისეთი რამ, რაც არ იცის. მაგალითად, რუხი ლავაში, რომელსაც საქართველოში ერთადერთი კომპანია აცხობს. ასევე საქართველოში წარმოებული ნათურა, რაც ჩემთვისაც ახალი აღმოჩენაა", - განმარტა მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელმა. გამოფენაზე მისულ პირებს ქართული პროდუქციის შეძენის გარდა, მათი დაგემოვნების საშუალებაც აქვთ.

გამოფენა დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია