საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს

საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება წელიწადში 1,381 მლრდ ლარს აღემატება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი აჭარბებს. ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასს ბევრად აღემატება. განსაკუთრებით ეს ტენდენცია თვალშისაცემია მარეგულირებელ კომისიებში, ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდში და ა.შ.

მაღალი ხელფასებით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. "საქსტატის" ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1330 ლარს, დაახლოებით 560 დოლარს შეადგენს, რაც მხოლოდ 80 დოლარით ჩამორჩება რუსეთის ჩინოვნიკების საშუალო ხელფასს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 42 659 რუბლს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 640 დოლარია. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. იქ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 479 მანათს, დაახლოებით, 460 დოლარს შეადგენს. შემდეგია ყაზახეთი, სადაც საშუალო ხელფასი 106 000 ტენგეა, ანუ 400 დოლარი, 395 დოლარს იღებენ ბელორუსი ჩინოვნიკები. ლუკაშენკოს ქვეყანაში მოხელეთა საშუალო ხელფასი 6,9 მლნ ბელორუსულ რუბლს, ანუ 395 დოლარს შეადგენს. ბელორუსს მოჰყვება სომხეთი, სადაც ჩინოვნიკების საშუალო ხელფასი 156 000 დრამია, ანუ დღევანდელი კურსით 330 დოლარი. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, სტატისტიკური მონაცემებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა საშუალო ხელფასი სულ რაღაც 220 დოლარს შეადგენს. უკრაინაში ეს არის 4685 გრივნა, მოლდოვაში კი - 4470 ლეი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია