13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი იპოვეს

13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი იპოვეს

13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი დღეს იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს.

ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს მას შემდეგ, რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.

ელიზბარ ბაღაშვილი 13 ივნისს მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა, უშედეგოდ ეძებდნენ.

ამ დროისთვის დაკარგულად კიდევ ორი ადამიანი ითვლება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია