ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი2"-ის გერენალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ ჩვენ და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იტყოდა 6 მილიონით "რუსთავი2"-ის გამდიდრებაზე. თუ ის იგებს და დარწმუნებულია, რომ მისია "რუსთავი2", მას დარჩებოდა ეს საკუთრებაში. დადასტურდა ორი რამ - ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ, მის შესაფერხებლად და ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს. ცინიკური და ირონიულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იგივე მოსამართლემ - თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი, რომელიც იბრძვის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, იბრძვის საკუთარი შვილებისა და ყველა ეკრანებთან მდგომი ადამიანების შვილების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით ის არის კორუფციაში ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება.

"ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს, რადგან ღუპავს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას. ამ ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, საკუთარი ხელით "რუსთავი2" დახურა. როგორ მოვიქცევით ჩვენ, ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება ჩვენი დამსახურება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომლის ინფრომაციითაც, "რუსთავი 2"-მა 6 მილიონის ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან მოიზიდა.

ასევე იხილეთ| "ხელისუფლებამ "რუსთავი 2" დახურა" - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია