ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, 1 ლარით 6 წლის ქეთი გადავარჩინოთ

ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, 1 ლარით 6 წლის ქეთი გადავარჩინოთ

ქეთი 6 წლისაა, წელს სკოლაში მივიდა, პირობა დადო რომ სულ ათიანებზე ისწავლის, აუცილებლად შეასრულებს კიდეც ამ პირობას, ოღონდ ცოტა ხანს სკოლის გაცდენა მოუწევს, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 6 წლის პატარას ტვინის არეში სიმსივნე აღმოუჩინეს, ოჯახს სამკურანლოდ საჭირო თანხა არ გააჩნია:

თეა სახეჩიძე (მამიდა)

- ქეთი 6 წლისაა და ამ ხნის მანძილზე არავითარი პრობლემა არ ჰქონია. დაახლოებით 3-4 დღის წინ ერთი თვალი დაუელამდა, მამამისი ქირურგია და მაშინვე წაიყვანა ექიმთან. საავადმყოფოში საჭიროდ ჩათვალეს რომ ტომოგრაფია გადაეღოთ და თავის არეში აღმოჩნდა სიმსივნე, რომელსაც ტვინის არე აქვს დაკავებული.

- აქ თუა შესაძლებელი ოპერაციის ჩატარება?

- სამწუხაროდ ჩვენთან ასეთი ოპერაცია არ ჩატარებულა, ამიტომ ჩვენ მონაცემები გავგზავნეთ თურქეთში, საიდანაც მოგვივიდა პასუხი რომ 50 000 დოლარად ოპერაციას გააკეთებდნენ, მათ ჰქონიათ მსგავის ოპერაციების პრაქტიკა და ასე ვთქვათ გარანტიასაც გვაძლევენ რომ ოპერაცია შედეგიანი იქნება.

- რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს ოპერაცია?

- ფინანსები რომ იყოს ხვალვე წაიყვანდნენ თურქეთში, რადგან ერთ წამსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე ჩატარდება ოპერაცია მით უფრო დიდი შანსია ყველაფერი კარგად დასრულდეს. ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით სიმსივნე ავთვისებიანია თუ არა, ამის გასაგებად საჭიროა დათესვა, რომელიც ასევე თურქეთში მოხდება, ამიტომაცაა სასწრაფო ამ ყველაფრის გაკეთება

- თუ გაქვთ შესაბამისი ფიფნანსები?

- რსამწუხაროდ არა. ჩვენ დაუკავშირდით ყველას: ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნაცნობებს ყველა დაგვეხმარა, მაგრამ ეს არაა საკმარის, არადა დრო გადი, ყოველი წუთი უძვირფასესია. ყველას გთხოვთ არ დარჩთ გულგრილი, ყოველი ლარი, რომელსაც თქვენ ჩარიცხავთ ქეთის დასახმარებლად, სიკეთით დაგიბრუნდებათ.პირადად მე ვმუშაობს "ბიბლუსში" და კომპანიის ყველა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი რომ გარკვეული ფინანსური დახმარება გაიღოს, მერწმუნეთ 1 ლარიც კი დიდი შეღავათია ჩვენთვის, რადგან ამ ლარ-ლარობით შეგვროვდება თანხა. ჯანდაცვის სამინისტროშიც შევიტანეთ საბუთები და იმედია სახელმწიფოც დაგვეხმარება თუნდაც მცირედით მაინც.

- თვითონ ქეთი რას ამბობს? თუ ხვდება რამეს?

- იცის რომ რაღაც აწუხებს თუმცა რა ვერ ხვდება, მხოლოდ თამაში აინტერესებს და მთელი დღე თამაშობს, ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვია, ძალიან თბილია, სულ უნდა რომ რაღაცით მოგეფეროს. ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია გაჭირვებული და უამრავს აქვს მსგავსი ან კიდევ უფრო რთული პრობლემა, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, 1 ლარით 6 წლის ქეთი გადავარჩინოთ.

პ.ს. დარწმუნებული ვარ ქეთი ძალიან მაგარი გოგო გაიზრდება, მთელი საქართველო ვიამაყებთ მისი წარმატებით, თუმცა მანამდე ჩვენ ვჭირდებით ქეთის და გვერდში უნდა ამოვუდგეთ. დახმარების მსურველთ შეგიძლიათ  პირდაპირ გადარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:

GE52BG0000000701305800 - მიმღები Ana sakhechidze

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია