ვაჟა-ფშაველას გამზირზე 4 ავტომანქანა დაიმტვრა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 4 ავტომანქანა დაიმტვრა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ნისანის" მარკის ავტომობილი ქუჩის მარცხენა მხარეს გაჩერებულ ჯერ ორ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ მესამე ავტომობილს და ამოტრიალდა. საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟები.

ავარიის გამო, ვაჟა ფშაველას გამზირზე სავალი ნაწილი გადაკეტილია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია