რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი

რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი

რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და რა მნიშვნელობის მატარებელია მფარველი ანგელოზი, - ამ კითხვაზე მორწმუნეებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნარიყალას წმ.ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი პასუხობს და ამბობს, რომ არსებობს მფარველი ანგელოზი, ნათლობის ანგელოზი და მფარველი წმინდანი.

- ეკლესიამ ანგელოზების შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის. ხშირად ერევათ ერთმანეთში, თუ რომელია მფარველი ანგელოზი და რომელი წმინდანი. მაგალითად, როცა გიორგობაა, მილოცავენ, შენი მფარველი ანგელოზის ხსენებას გილოცავთო, ეს გამოთქმა კი არასწორია იმიტომ, რომ წმინდა გიორგი არ იყო ანგელოზი, ის იყო ადამიანი, რომელიც სულიერად ახლა ზეცაშია.

ანგელოზი და ადამიანი იმით განსხვავდება, რომ ანგელოზი მხოლოდ სულია, მარტო ხორცი არის ცხოველი, ადამიანი კი არის სული სხეულში ანუ სხეული და სული. აბსოლუტური სული კი თავად ღმერთია, რომელიც გარეშემოუწერელია და არანაირი შეზღუდულობა არ გააჩნია.

- რომელია ადამიანის მფარველი ანგელოზი?

- როცა ადამიანი იბადება, არ აქვს მნიშვნელობა ის მართლმადიდებელია, კათოლიკეა თუ სხვა რელიგიის მიმდევარი, ყველა ადამიანს ღმერთი მაშინვე აძლევს მფარველ ანგელოზს. არაბი იქნება, თურქი თუ ქართველი, ყველა ადამიანი ღმერთის შვილია და როგორც კი დაიბადება, ღმერთი მისცემს მფარველ ანგელოზს.

მეორე – როცა ადამიანი ინათლება და მართლმადიდებელი ქრისტიანი ხდება, ღმერთი მას აძლევს ნათლობის ანგელოზს, ეს არის ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც მოგვეცა ნათლისღების დროს.

ხოლო როცა ბავშვს ჰქვია გიორგი, ნინო, დავითი და ა.შ., მას ასევე ჰყავს მფარველი წმინდანი, მაგალითად წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და ა.შ. არ უნდა შეგვეშალოს მფარველი წმინდანი და მფარველი ანგელოზი. ხოლო თუ ადამიანი მონათლული არ არის, მას მაინც ჰყავს დაბადებისას ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი.

- რომელ ანგელოზს უნდა ვევედროთ და დახმარება ვთხოვოთ?

- რა თქმა უნდა, ნათლობის ანგელოზს და მფარველ წმინდანს. ანგელოზები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. მეტსაც გეტყვით, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც კი ადამიანის ცხოვრებაში აღესრულა, ყველაფერი ანგელოზების პირით ხდებოდა. არიან მთავარანგელოზები, ანგელოზები, მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ.

ჩვენში უფრო გავრცელებულია მთავარანგელოზი მიქაელი და მთავარანგელოზი გაბრიელი. მთავარანგელოზი გაბრიელი გამოისახება ყვავილით ხელში, რაც კეთილი უწყების ნიშანია, ანუ მთავარანგელოზი გაბრიელი ყოველთვის კეთილი ამბის მაუწყებელია, ხოლო მთავარანგელოზი მიქაელი მტრული ძალების შემმუსვრელია. სასურველია, ყველა ოჯახში იყოს მთავანგელოზ მიქაელის და გაბრიელის ხატი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა