ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა რამდენიმე წუთში დაიწყება

ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა რამდენიმე წუთში დაიწყება

სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს იმ დარბაზის შესასვლელში, სადაც საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს ლევან კობიაშვილი დახვდა.

ლევან კობიაშვილი და რევაზ არველაძე ერთმანეთს მიესალმნენ და გადაკოცნეს. კობიაშვილი ასევე მიესალმა არველაძის მხარდამჭერებს, ყველა დელეგატი უკვე დარბაზში იმყოფება და რამდენიმე წუთში დაიწყება საარჩევნო ყრილობა.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ნახეთ ყველა ამბავი თეგზე#არჩევნები სფფ-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია