ფეხბურთის საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ღია იქნება

ფეხბურთის საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ღია იქნება

დღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნება. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ ყრილობაზე იქნა მიღებული. თავდაპირველად ჩატარდა კენჭისყრა დელეგატებს შორის მედიის დასწრებასთან დაკავშირებით, 17 წინააღმდეგი წავიდა, 16 მომხრე იყო.

ამის შემდეგ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა განაცხადა, რომ დღევანდელი ყრილობის გამჭვირვალობისთვის აუცილებელია მედიის დასწრება და ამის შემდეგ დღევანდელი ყრილობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩივაძემ მედიის დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელ არჩევნებში როგორც ჩივაძემ განაცხადა, 33 დელეგატი იღებს მონაწილეობას, აქედან გამომდინარე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და გურიის სამხარეო ფედერაციებს ხმის უფლება გაუუქმდათ, თუმცა ამაზე განმარტება არ გაკეთებულა.

ნახეთ ყველა ამბავი თეგზე#არჩევნები სფფ-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია