რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე იქნა მიღებული.

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი.

აქედან გამომდინარე 33 დელეგატი მიიღებს დღევანდელ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას და ისარგებლებს ხმის უფლებით.

თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით 35 დელეგატი იყო. არსებული ინფორმაციით, ორივე დელეგატი რევაზ არველაძის მხარდამჭერი იყო.

ნახეთ ყველა ამბავი თეგზე#არჩევნები სფფ-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია