საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.

"ჰოლიდეი ინნ"-ში და მის მიმდებარე ტერირიაზე დილიდან დაძაბული ვითარება იყო. სასტუმროსთან მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. რამდენჯერმე მოხდა არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

"ჰოლიდეი ინნ"-ში კი, დღის გამნავლობაში კამათობდნენ ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

გობეჯიშვილი, რომელიც გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. მან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს დაუჭერდა. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და იგი სხვა დელეგატმა შეცვალა.

იხილეთ ვიდეო: აცრემლებული ლევან კობიაშვილი და რეზი არველაძის მილოცვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია