რეზი არველაძის რეპლიკა: "ტირის ბუნება"

რეზი არველაძის რეპლიკა: "ტირის ბუნება"

რაც მე ვერ მოვახერხე ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს, - ამის შესახებ რევაზ არველაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში შემდეგ, გულშემატკივართან გამოსვლისას განაცხადა.

არველაძეს მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. ამასთან, შენობიდან გასვლის შემდეგ მან იხუმრა და წვიმიანის ამინდის გამო მცირე რეპლიკა გააკეთა - "ტირის ბუნება", - აღნიშნა არველაძემ, რომელმაც "ჰოლიდეი ინნ"-ი ძმასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა.

ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ, არა უშავს გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშვავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტახანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ", - განაცხადა არველაძემ.

მანვე ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა. "მე მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს და ლევანს ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო გამარჯვება. მინდა, წინამორბედებზე მეტი შეძლოს", - განაცხადა არველაძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მანვე იმ 15 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია