თბილისის თავზე საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს

თბილისის თავზე საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს

თბილისის თავზე დღეს დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი დაფრინავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საჰაერო გადაღებები და ვერტმფრენებიც სწორედ ამიტომ დაფრინავენ.

შსს-ს პრესსამსახურში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას უკავშირდება აღნიშნული საჰაერო გადაღებები. თუმცა განაცხადეს, რომ ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია