თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ქუჩის მცხოვრებლები გზის ჩანგრევას "ძველი თბილისის ფონდის" მიერ სახლის მშენებლობას უკავშირებენ.

როგორც მათ აღნიშნეს, დაახლოებით ოთხი წელია მშენებლობა მიმდინარეობს და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებდნენ. ასევე, მოითხოვდნენ უსაფრთხოების ზომების დაცვას და აფრთხილებდნენ გზის შესაძლო ჩანგრევის თაობაზე, თუმცა ძველი თბილისის ფონდის წარმომადგენლებმა მათი გაფრთხილება ყურად არ იღეს.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი წინააღმდეგები არიან მშენებლობის გაგრძელების, ვიდრე გზა არ აღდგება და შესაბამისი სამუშაოები არ გატარდება.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია