ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობასა და "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობასა და "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბეთლემის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები აპროტესტებენ "ძველი თბილისის ფონდის" მიერ სახლის მშენებლობის შედეგად გზის სავალი ნაწილის ჩანგრევას. ხოლო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ თბილისის მერიისგან ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა გზის სამი მეტრით გადმოწევის თაობაზე.

დაპირისპირების განმუხტვა პატრულის თანამშრომლებმა სცადეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თუ ვინმე კიდევ გააგრძელებდა გინებას და შეურაცხყოფას, მას დააკავებდნენ. "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ, ვინაიდან მათ ალტერნატიული გზა არ აქვთ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის, "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია