რას კარგავენ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალები – "მეუღლე უზრუნველმა ცხოვრებამ გააზულუქა"

რას კარგავენ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალები – "მეუღლე უზრუნველმა ცხოვრებამ გააზულუქა"

დიდი ხანია, რაც საქართველოდან უცხოეთში წასვლა ერთგვარ პანაცეად იქცა. მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ბანალურია - უკიდურესი გაჭირვებიდან გაქცევა და სურვილი, დაეხმარონ სამშობლოში დარჩენილ ნათესავებს. როცა საკუთარ შვილს გასაზრდელად ახლობელს უტოვებ, შენ კი უცხოეთში წლების განმავლობაში სხვისი შვილების მოსამსახურე ხდები, დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გიწევს ცხოვრება, მაგრამ ამბობენ, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა ყველა უცხოეთში გადახვეწილი ემიგრანტის ცხოვრებაში დგება უკან დაბრუნების პერიოდი. მათმა უმეტესობამ სწორედ ამ ეტაპზე აღმოაჩინა, რომ გაუცხოების პროცესი დაწყებულია...

ეს ქალბატონი რვა წელი საბერძნეთში მუშაობდა. დედასა და მეუღლესთან გასაზრდელად ათი წლის ბავშვი დატოვა და მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთ დღეზე ოცნებობდა, დღეზე, როცა ოჯახში დაბრუნდებოდა, მაგრამ იმედგაცრუება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

- ჩემს ოჯახზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. დედისერთა ვიყავი და ქმარი ზესიძედ მივიყვანე. პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ სამსახურიდან გამოუშვეს, ახალი ვერაფერი ნახა და უკიდურეს გაჭირვებაში აღმოვჩნდით. პატარა ბავშვი მყავდა, დედაჩემიც ცუდად იყო, მუდმივად მედიკამენტები სჭირდებოდა. ამ ქალმა თავის დროზე, რაც გააჩნდა ყველაფერი მომცა, ახლა ჩემი დრო იყო, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან საქართველოში ოჯახების უმეტესობა ისეთივე ეკონომიკურ კრიზისშია, როგორშიც მე ვიყავი რვა წლის წინ.

- წასასვლელი თანხა როგორ შეაგროვეთ?

- როგორ ყველა, მეც ვალით წავედი საბერძნეთში. იქ ახლობელი დამხვდა, რომელიც მპირდებოდა, სამსახურს გიშოვიო, მაგრამ რამდენიმე თვე არაფერი გამოჩნდა. ათი თვის თავზე სამშვილიან ოჯახში მომვლელად მიმიყვანეს, წარმოგიდგენიათ, სამი ტყუპი იყო. დედა დილით გაიხურავდა კარს და დაღამებამდე დაქალებში ატარებდა დროს, ჩემი მუშაობის საათებში რომ მეთხოვა, ერთ წუთს ბავშვებთან გაჩერდი, საპირფარეშოში შევალ-მეთქი, სამსახურიდან დამითხოვდა. მისი ქმარი კარგი ადამიანი იყო, ათას ევროს მიხდიდა. ამ თანხით ვალების გასტუმრება რამდენიმე თვეში მოვახერხე და სამუშაოს შეცვლაზე დავიწყე ფიქრი. საყვარელი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მათი მოვლა აღარ შემეძლო.

- რატომ?

- როცა ტელეფონში შენი შვილის ტირილის ხმა გესმის, როცა ბავშვი გეუბნება, რომ ენატრები, შენ კი სხვის შვილს უნდა მიეფერო და დააძინო, ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა ტკივილია. მერჩივნა ისევ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებულისთვის მიმეხედა, თუმცა ძველი განცდები ვერც სამუშაოს შეცვლამ შემიმსუბუქა. უცხოეთში მყოფი ადამიანი უბრალოდ თავის ყოფას ეჩვევა და იმ ფიქრით, რომ საკუთარი თავი ახლობელი ადამიანების კეთილდღეობისთვის სამსხვერპლოზე მიაქვს, მუშაობის ძალა ემატება. სამშობლოში დარჩენილებიც ეჩვევიან იმ აზრს, რომ შენი ადგილი, სადაც ხარ, იქ არის. ტელეფონში თბილი სიტყვები იკლებს და სასაუბრო თემა ძირითადად ფულს უკავშირდება. საბერძნეთში ბინა რამდენიმე ქართველს ერთად გვქონდა ნაქირავები. ისინი გულისტკივილით ჰყვებოდნენ, როცა ქმარ-შვილი გვირეკავს, სანამ ჩვენს ამბავს იკითხავენ იმას არკვევენ, რა თანხას გავუგზავნით და რომელი ბანკითო. ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაშიც დადგა. თავიდან მიხაროდა, როცა ბავშვი ნაკლებად ნერვიულობს, შენც ყოფა გიმსუბუქდება, მაგრამ მათი სიმშვიდე მალე უდარდელობამ შეცვალა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა. ქალიშვილს მოთხოვნილებები გაეზარდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია