ქართული წარმოების ტანსაცმელი, რომელიც ევროპულს არ ჩამოუვარდება - იყიდე ქართული!

ქართული წარმოების ტანსაცმელი, რომელიც ევროპულს არ ჩამოუვარდება - იყიდე ქართული!

#იყიდექართული [ჰეშთეგი #იყიდექართული] - მედიაჰოლდინგ "პალიტრას" სოციალური კამპანიაა. კამპანია ქართული წარმოების ხელშეწყობას და შესაბამისად, ქვეყნის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ადამიანები, რომლებიც კამპანიას უერთდებიან, არჩევანს ქართული პროდუქციის სასარგებლოდ აკეთებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებით საქართველოს გაძლიერებისა და განვითარების საქმეში თითო აგურს დებენ.

"მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია ერთ-ერთია, ვინც ქართული ნაწარმის შეძენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამას პრაქტიკაშიც ახორციელებს. მარიკა დარჩიამ "პალიტრა TV"-სა და Ambebi.ge- ს გადამღებ ჯგუფთან ერთად ტანსაცმლის მაღაზია "იმერში" ქართული წარმოების მანტო, დუტის ჟილეტი და მოსაცმელი შეიძინა.

მარიკა დარჩია:

- ძალიან ვგულშემატკივრობ ქართულ პროდუქციას. მიმაჩნია, როდესაც ადგილობრივ ნაწარმს ვყიდულობ, თითქოს ქვეყნის სიყვარულს საქმითაც ვადასტურებ. "იმერის" მსგავსი პროდუქცია ევროპაში ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რას აწარმოებს ჩვენი ქვეყანა, ეს ჩვენი მოვალეობაც არის, რომ ქართულ ნაწარმს ხელი შევუწყოთ, ვიყიდოთ ქართული. თუ ჩვენ მხარში ამოვუდგებით ქართველ მეწარმეებს, როდესაც ეცოდინებათ, რომ მათ ნამუშევრებს აფასებენ და ყიდულობენ, ისინი კიდევ უკეთ იმუშავებენ, მე ასე მგონია. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რომ რეალურად, ვიყიდოთ ქართული ნაწარმი.

ფაბრიკა "იმერი" 90 წელია ქუთაისში ფუნქციონირებს. საწარმოში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ორ წელზე მეტია ფაბრიკამ მაღაზია თბილისში, ბულაჩაურის ქუჩაზე გახსნა. "იმერის" ტანსაცმელი ხარისხითა და დაბალი ფასებით გამოირჩევა. მომხმარებლები ამბობენ, რომ "იმერის" წარმოება ევროპულ ანალოგს არ ჩამოუვარდება, ფასები უფრო ხელმისაწვდომია და უმჯობესია, არჩევანი ქართული ნაწარმის სასარგებლოდ გაკეთდეს.

ნინო ცაგარეიშვილი, მაღაზია "იმერის" მენეჯერი:

- ფაბრიკა "იმერი" ძალიან დიდი გამოცდილების მქონეა. დასამალი არ არის, რომ ავთო ცქვიტინიძემ, ავთანდილმა "იმერში" დაიწყო მოღვაწეობა და დღესაც ძალიან დიდი კავშირები აქვთ ერთმანეთთან. კამპანია #იყიდექართული არაჩვეულებრივია, სამშობლოს სიყვარული მარტო სუფრასთან არ გამოიხატება. ზუსტად ეს არის სამშობლოს სიყვარული, რომ ქართველი ადამიანი შრომობს.

კამპანიას #იყიდექართული სოციალურ ქსელში უკვე ასობით მოქალაქე შეუერთდა. ინიციატივას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც უცხადებენ მხარდაჭერას, რასაც კამპანიის ოფიციალური ჰეშთეგის თანხლებით გადაღებული "სელფებით" გამოხატავენ. პარალელურად, კამპანიისთვის ლოგოს შერჩევა მიმდინარეობს.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია