ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგები: რას ველოდით და რა მივიღეთ

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგები: რას ველოდით და რა მივიღეთ

ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით მიღებული სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა არა მარტო ექსპორტს შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყანა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდებოდა. შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია.

რეალობა კი ასეთია: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1982 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 413 მლნ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1569 მლნ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა. მათ შორის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 7%-ით -28%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა მოხდა დსთ-ს ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან და უკრაინასთან ვაჭრობის შემცირების ხარჯზე.

ქართული ექსპორტისთვის კი ევროკავშირის კარის გაღებიდან 1 წელიწადზე მეტი გავიდა. შარშან, 1-ლი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დამატებით, 28 ქვეყნის 500-მილიონიანი ბაზარი გაიხსნა. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტის (გარდა ნიორისა, რომელიც სატარიფო კვოტას ექვემდებარება) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შედის ევროკავშირის ბაზარზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. იგი აძლევს საქართველოს საშუალებას, ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი პუნქტიდან სამის - საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის - თავისუფალი გამოყენება.

"შეთანხმების ამოქმედების შედეგად საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადის მატებას, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - აცხადებდნენ მთავრობაში და დასძენდნენ, რომ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს - 4%-ით, ხოლო ექსპორტს 12%-ით გაზრდიდა.

ჯერჯერობით თხილი, მწვანილი, დაფნა - ეს ის პროდუქტებია, რომლებმაც ევროკავშირში შეღწევა მოახერხეს და თავისუფალი სივრცის პრინციპებით მოქმედებენ. მცირე რაოდენობით გადის ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები. 13 თვის თავზე DCFTA-ს სიკეთე სულ ამით შემოიფარგლება. მიუხედავად ამგვარი მაჩვენებლისა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ არა გლობალური პრობლემები, ექსპორტი უფრო მეტი იქნებოდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია