რომელ ცნობილ მომღერალზე იყო დაქორწინებული პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური - ქორწინებისა და დაშორების დეტალები

რომელ ცნობილ მომღერალზე იყო დაქორწინებული პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური - ქორწინებისა და დაშორების დეტალები

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, პირველ ქორწინებაში მომღერალ თამრიკო მეჭიაურზე იყო დაქორწინებული. მათ ამ ქორწინებიდან საერთო შვილი და შვილიშვილები ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ "მოღალატეს" ცნობილი შემსრულებელი ქალბატონი ყოფილ მეუღლეზე ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში, გაცნობისა და დაშორების დეტალებზე ჰყვებოდა. გთავაზობთ, ამონარიდს ქალბატონი თამრიკო ინერვიუდან.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

- თიანეთში გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე თამაზ მეჭიაური. დღემდე მის გვარზე ვარ, ჩემი ქალიშვილობის გვარი ბალახაშვილია. ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდა იყო. სიყვარულზე თითქმის არ გვქონია ლაპარაკი, ჯარში რომ იყო, მიწერ-მოწერა გავაჩაღეთ. 17 წლის გავთხოვდი. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი.... თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი თიანეთში. მშობლები გამინაწყენდნენ, მაგრამ უკან მობრუნებული ქალი შინ იმ დროს არავის უნდოდა. ასე დავრჩი ქმართან. ამ ქორწინებიდან ერთი შვილი მყავს, კახა, დაოჯახებულია, მეოთხეკლასელი შვილიშვილიც მყავს.

- რატომ დაშორდით მეუღლეს?

- ვერ გავუგეთ ერთმანეთს, პატარები ვიყავით, გამოუცდელები, ოჯახისთვის მოუმზადებლები. მიუხედავად ამისა, ამ ქორწინებას არ ვნანობ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ერთადერთი შვილი ჩემი მეუღლისგან მყავს, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ დავრჩი მარტო. დღეს მას სხვა ოჯახი აქვს, თუმცა მის შვილებთან მეც კარგი ურთიერთობა მაქვს და ისიც ჩვენს ოჯახში სასურველი სტუმარია.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია