მინისტრები და ვეტერანები "ბორჯღალოსნებისთვის"

მინისტრები და ვეტერანები "ბორჯღალოსნებისთვის"

შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ამხანაგური მატჩი "მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის" მიმდინარეობს. მატჩი მსოფლიოს თასზე მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად იმართება და მასში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მონაწილეობენ. ასევე, ამხანაგურ თამაშში მონაწილეობენ ვეტერანი მორაგბეები და სამინისტროების სხვა წარმომადგენლები.

როგორც მატჩის დაწყებამდე მინისტრებმა განაცხადეს, განწყობა საბრძოლოა. აღნიშნული თამაშის მიზანი ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. თამაშის დაწყებამდე მორაგბეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ხოლო მინისტრებმა გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებიან.

თამაშის დაწყებამდე ანსამბლმა "სუხიშვილები" საკონცერტო ნომერი შეასრულეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია