უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , გეგმური სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის და ნაკაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, თუმანიანის, კოტე აბხაზის, ბეთლემის, საადის, სამღებროს, ორპირის და ჯემალ აჯიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ონიაშვილის, ლვოვის, მელიტონ ქანთარიას, შარტავას და იმედაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან, 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, გამრეკელის, ტაშკენტის და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის და ნარგიზის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სანერგის და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: 9 ძმის, აფხაზეთის, სამურზაყანოს და აგარის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია