ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?

ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო და მიუხედავად ბოლოდროინდელი ჩავარდნებისა, ის მაინც დარჩება ასეთად. უფრო მეტიც, ზოგიერთი თავგადაკლული გულშემატკივრის აზრით, ის მისთვის ისევე შეუცვლელია, როგორც ჩვილისთვის დედის რძე. ფეხბურთმა ჩვენში შემოსვლისთანავე დაიმკვიდრა ადგილი, რამეთუ თავისი სილამაზით, მოხდენილი ფინტებით, ფიზიკური მონაცემების გამოვლენით, ტექნიკო-ტაქტიკური არსენალით, აზარტით და უამრავი სხვა მომხიბვლელი და სასარგებლო თვისებებით ლამის ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანის ბუნებას. სწორედ ამიტომ ჩვენს ბავშვობაში, სანამ ყოველდღიურობაში ასე მოიკიდებდა ფეხს კომპიუტერი, ფეხბურთი იყო ლამის ერთადერთი წყარო გართობის, ფიზიკური სრულყოფის, მამაკაცური ღირსებების გამოვლენისა და ა.შ.

საბჭოთა ეპოქაში საქართველოში ფეხბურთი ლამის ეროვნული რელიგიის ხარისხში ავიდა და თბილისის "დინამო" ქვეყნის ღირსების სიმბოლოდ იქცა. აპოგეა ამისა იყო 1981 წლის 13 მაისი, როდესაც ჩვენ არა მარტო ევროპის თასების თასი ავიღეთ, არამედ დავამტკიცეთ, რომ ქართველი გენი უკვდავია და არავისზე ნაკლები არ არის. შემდეგ იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე ამაზრზენი და ავადსახსენებელი პერიოდი - დამოუკიდებლობის პირველი წლები, შური, ქიშპი, ძმათამკვლელი ომი, სიხარბე და ა.შ. რომელმაც არათუ ჩვენი საფეხბურთო მიღწევები შეიწირა, საერთოდ კინაღამ წაგვშალა, როგორც ერი. ფეხბურთიც ჩვენი წარუმატებელი ყოფიერების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა და მის შემდეგ სტაბილურად ვაგრძელებთ უკუსვლას.

ფეხბურთის ნომერ პირველობა ჩაანაცვლა ძიუდომ. შთამბეჭდავია რაგბისტების წამატებები ევროპასა და მსოფლიოში, კალათბურთელთათვის ევროპაზე ლიტვასთან წაგება და რვა საუკეთესოში ვერ მოხვედრა ლამის ტრაგედიად იქცა... წყალბურთელებიც უკვე სტაბილურად გაუშინაურდნენ ევროპას. ჰოკეის ნაკრებიც კი შევქმენით. ერთადერთი არ ეშველა ფეხბურთს. ეს ყველაფერი საფეხბურთო მეურნეობის მმართველ სკეპტიკოსთა გასაგონად ჩამოვთვალე, რომლებიც ჩვენს ფეხბურთში ჩავარდნას პირდაპირ უკავშირებდნენ ქვეყნის ეკონომიკას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეც გულშემატკივართა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც მიჩნევს, რომ ამ სფეროში წარუმატებლობა უფრო იმ ვაკხანალიის ბრალია, რაც ფეხბურთის ფედერაციაში ათეული წლებია გამეფებული.

დავიწყოთ იმით, რომ დამოუკიდებლობის, ჩაურევლობის შირმას ამოფარებული ფეხბურთის ფედერაცია გახდა საზოგადოებისათვის დახურული, ჩაკეტილი, ზესაიდუმლო ორგანიზაცია, პირდაპირ კომუნისტური კა-გე-ბე-ს თუ სიცილიური მაფიისათვის დამახასიათებელი ანალოგიებით. საბედნიეროდ, ეს ქართული სინდრომი არ არის - ფიფა-ს და უეფა-ს ჩინოვნიკთა პროექტია და როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ემსახურებოდა ამ ორგანიზაციებში გავრცელებული კორუფციის და მექრთამეობის მიჩქმალვას. მათმა თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების უფლებაც კი იყიდებოდა, როგორც ბითუმად, ასევე საცალოდ. დელეგატების ხმებზეა ლაპარაკი. ბოლო გახმაურებული სკანდალი იმას ეხება, თუ როგორ გაინაწილა ბლატერ-პლატინმა ფიფა-უეფას მილიონები რომელიღაც მაქინაციური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც დამკვეთიც და შემსრულებლებიც ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები იყვნენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია