ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

ლარის დევალვაციის გამო საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

საგარეო ვალის თემა საკმაოდ მტკივნეულია საქართველოსთვის. ის, რომ ვალი აქვთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან დღეს აღებული ვალი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გაანალიზა 1992-2015 წლებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის ძირითადი მონაცემები და ასეთი დასკვნა დადო: 1992-2015 წლებში, ქართულმა სახელმწიფომ საკრედიტო ხელშეკრულებებით დაახლოებით 6.65 მილიარდი აშშ დოლარი ისესხა. სახელმწიფო ყველაზე ხშირად ვალს მსოფლიო ბანკისგან იღებს, მაგრამ ჯამურად ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული (1.57 მლრდ აშშ დოლარი). საერთოდ კი, სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.9%-ია. მართალია, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ჯერჯერობით მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საშიშროებას არ უქმნის, მაგრამ ეს არის ძვირად ღირებული ფინანსური რესურსი, რომელიც ზრდის ქვეყნის გადასახადის გადამხდელების და ჩვენი მომავალი თაობის ტვირთს.

საგარეო ვალი კიდევ უფრო გაიზარდა ლარის დევალვაცის შედეგად. კერძოდ, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი ანუ 31.8 მლრდ ლარი შეადგინა. წელს, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, კერძო საგარეო ვალი კი - 8.2 მლრდ აშშ დოლარია. თუ სახელმწიფო ვალის ზრდის დინამიკას გადავხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ: 2003 წლიდან 2007 წლამდე მთლიანი სახელმწიფო ვალის პროცენტული წილი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით იკლებდა, 2007 წლიდან 2010-ის ჩათვლით კი, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. 2010 წლიდან 2013 წლამდე სახელმწიფო ვალი ისევ კლებას იწყებს და 2013 წელს 32.2%-მდე ჩამოდის. 2014 წელს, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება 35.6%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს კი, საპროგნოზო მაჩვენებელი 36.3 პროცენტი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე 38,1 პროცენტია.

bpn.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს ესაუბრა.

- წელს, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რა გავლენა მოახდინა ლარის დევალვაციამ ამ პროცესზე?

- პირველ რიგში, გაგვიძვირდა ვალი, რომელიც სახელმწიფოს დოლარში აქვს აღებული, ხოლო ლარში აღებული არ გაძვირებულა. ნაწილობრივ, სწორედ ამით უნდა აიხსნას საგარეო ვალის ზრდაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია